logo_geo
თუში მწყემსები – უცხოელი ფოტოგრაფის თვალით დანახული საქართველოს ულამაზესი მხარე
- +

5 ნოემბერი. 2017. 03:06

 

 

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში გზა - აბანოს უღელტეხილი, რომელიც ზღვის დონიდან 2,800 მეტრზეა განთავსებული და ამასთან ულამაზესი ტბებითა და კლდეებითაა სავსე.


თუშეთში ზამთარი ჯერ კიდევ ადრეულ შემოდგომაზე დგება, ამიტომ მეცხვარეები, რომლებმაც მთელი ზაფხული მთაში გაატარეს სახლებს ადრეული ოქტომბრიდან უბრუნდებიან.


რამდენიმე მეგობარი, რომლებსაც მთაში 1200 ცხვარი ყავდათ წაყვანილი, მხოლოდ ნაწილია იმ ათობით მეცხვარისა, ვინც თავის სახლებს გრძელი ზაფხულის შემდეგ პირველად დაუბრუნდება.


სამეგობროს ერთ-ერთი წევრისთვის, 3 თვის გეორგიკისთვის ეს ცხოვრებაში პირველი მოგზაურობა იქნება.


გეორგიკი ცდილობს თავისი მოვალეობა პატიოსნად შეასრულოს და ფარა ყველა მხრიდან დაიცვას.


მეცხვარეთა ლიდერი სულხან გიგოიძეა. 29 წლის მამაკაცმა უმაღლესი სასწავლებელი მიატოვა, რათა მთაში წასულიყო. „ხალხთან ყოფნას მთები და თავისუფლება მირჩევნია."


მეცხვარე ძაღლები თავის მოვალეობას ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ასრულებენ, ისინი ცხვრებს მგლებისგან იცავენ.


აბანოს უღელტეხილი დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საშიშ გზად ითვლება.


გზად მეცხვარეები წასახემსებლად ჩერდებიან ხოლმე, მათი საკვები კი - მარილიანი ცხვრის ყველი, პური და ქილაში მოთავსებული თევზია.


ისინი მიირთმევენ „ჭაჭას", ძლიერ ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც როგორც წესი, ღვინის გამოხდის შემდეგ მზადდება. თითოეული მეცხვარე 3 ჭიქა ჭაჭას მიირთმევს და ამ ყველაფერს მთების, სტუმრებისა და ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მეგობრის მოსახსენიებელი სადღეგრძელოც ახლავს.


რამდენიმე ლეკვი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდეს, ამიტომ მათ მთელი გზის განმავლობაში ხელით ატარებენ.


პატარები ერთმანეთს ათბობენ.


მეცხვარე თავის ცხენს ასვენებს.


ფარა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გზას მიუყვება. ძაღლები ცხვრებისგან არაფრით გამოირჩევიან, ამიტომ შორიდან მათი შემჩნევა შეუძლებელია.


ვიწრო ხიდზე ნამდვილი საცობი წარმოიქმნა. მოულოდნელად დაწყებული თოვა კი მოძრაობას კიდევ უფრო ართულებს.


ფარის 85% მდედრობითი სქესისაა. ზოგადად, თითოეული ცხვრის ღირებულება დაახლოებით 60 დოლარია და თუშური ცხვრის მთავარი ღირსება - მისი ხორცია.


გზად თოვა კიდევ უფრო ძლიერდება.


თოვას სულ მალე ქარიც დაემატა და ფარამ ფეხს აუჩქარა, რათა თბილ თავშესაფრამდე უფრო მალე მიაღწიოს.


მეცხვარეები სარისკო ბილიკებზე სიარულისას ჯოხებს იყენებენ, სხვა შემთხვევაში გადაადგილება კიდევ უფრო რთული იქნებოდა.


ფარა როგორც იქნა გზაზე გამოვიდა, თუმცა მხოლოდ დროებით. სოფლამდე მისასვლელად კიდევ ბევრი რთული ბილიკია.


პატარა გეორგიკი დაიღალა და სადაც კი შეუძლია ყველგან ისვენებს.


ფარამ ტყემდე მიაღწია.


ქართველი მეცხვარე მზის ჩასვლისას.


დაღამდა და დაღლილი ფარა გზას ფარების შუქზე განაგრძობს.


12 საათიანი დამღლელი გზის შემდეგ ფარამ 8 ცხვარი დაკარგა. სულხანის განცხადებით, მასიური გადაადგილება დანაკარგის გარეშე შეუძლებელია.


დაღლილი ცხვარი თუკი დასასვენებლად დაჯდება, უმრავლეს შემთხვევაში ადგომას ვეღარ ახერხებს.


მეცხვარეები როგორც იქნა დაბანაკდნენ და დაღლილობა აუარებელი ჭაჭით მოიხსნეს. შემდეგ კი ენერგიის აღსადგენად საძილე ტომრებს მიაშურეს.


თუშური შემოდგომა.


შემდეგ დღეს ფარამ ცივილიზაციამდე მიაღწია და ზამთრის სამოსი მაისურებმა ჩაანაცვლა.


ცივი მთების შემდეგ ფარა ბარს უნდა შეეგუოს და შემდეგ ზამთრის გადასატანად აზერბაიჯანის საზღვრისკენ უნდა გაემართოს.


გეორგიკმა თავის პირველ მოგზაურობას თავი წარმატებით გაართვა. გაზაფხულზე ის ისევ მთებისკენ გაემართება და ამ დროისთვის უკვე ძალიან დიდიც იქნება, ასე რომ საქმეს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი