logo_geo
ბიჭები უკეთ სწავლობენ, როცა კლასში გოგონები არიან
- +

11 ნოემბერი. 2017. 10:47



ევროპელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კლასში გოგონების ყოფნა ბიჭების აკადემიურ მოსწრებას აუმჯობესებს. აღმოჩნდა, რომ სკოლებში, სადაც გოგონები ბიჭებს სჭარბობენ, ვაჟები უკეთ კითხულობენ.


შესაძლოა, ამის მიზეზი გოგონებისთვის დამახასიათებელი თავისებურებებია, მაგალითად, კონცენტრაციის მეტი შესაძლებლობა და კარგი შედეგების დემონსტრირების მოტივაცია. ეს ყველაფერი კლასზე დადებით გავლენას ახდენს.


კვლევა 15 წლის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით 200 ათას ბავშვზე დაკვირვებით განხორციელდა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი