logo_geo
მარტოხელა ქალები უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე კაცები!
- +

13 ნოემბერი. 2017. 03:20



მარტოხელა ქალები ამ სტატუსით უფრო კმაყოფილები არიან, ვიდრე კაცები. ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც ბრიტანულმა გამოცემა Mintel-მა ჩაატარა. ამის შესახებ Telegraph-ი წერს.


Mintel-ის ცნობით, მარტოხელა ქალების ნახევარზე მეტი (61%) პირადი ცხოვრებით კმაყოფილია და არ ისწრაფვის ხანგრძლივი, მათ შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობებისკენ.


ამავდროულად, კმაყოფილი მარტოხელა კაცების რიცხვი გამოკითხულთა ნახევარსაც კი არ შეადგენს. ასეთი აღმოჩნდა 49%.


ესექსის უნივერისიტეტის პროფესორის ემილი გრანდის განმარტებით, მსგავსი მაჩვენებელი იმას უკავშირდება, რომ სრულფასოვანი ურთიერთობები ქალებისგან უფრო მეტ ძალისხმევას ითხოვს, ვიდრე კაცებისგან.


მისივე თქმით, მარტოხელა ქალები უფრო მეტად კომუნიკაბელურები არიან, ვიდრე გათხოვილები.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი