logo_geo
ძაღლის ყოლა გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს ამცირებს
- +

19 ნოემბერი. 2017. 18:29



მეცნიერების თქმით, სახლში ძაღლის ყოლას შეუძლია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად შეამციროს. სპეციალისტების კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.


მეცნიერებმა 40-დან 80 წლამდე ასაკის 3 432 153 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. მათგან 13%-ს სახლში ძაღლი ჰყავდა. როგორ გაირკვა, ძაღლების პატრონებს შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი 15%-ით ნაკლებია იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც ძაღლი არ ჰყავს.


მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ძაღლების პატრონები უფრო დიდხანს ატარებენ სუფთა ჰაერზე, რაც ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.


კიდევ ერთი კვლევის თანახმად, სახლში ძაღლის ყოლა ახალშობილებში ეგზემისა და ასთმის განვითარების რისკს ამცირებს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი