logo_geo
„ოჯახი რომ შექმნა, საჭიროა, შეიყვარო...“ - გამონათქვამები, რომელიც ცხოვრებაში დაგეხმარებათ!
- +

19 ნოემბერი. 2017. 20:35



ბრძნული გამონათქვამები:


ოთარ ჭილაძე: გუშინ არაფრის თქმა არ შეიძლებოდა და თქმას აზრი ჰქონდა... დღეს კი, ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ... სათქმელმა დაკარგა აზრი.


გოეთე: ადამიანებს არ უნდა მიანიჭო იმაზე მეტი ღირსებები, რაც არ დაუმსახურებიათ, თორემ თვითონვე დაგიმტკიცებენ, რომ სასტიკი შეცდომა დაუშვი.


როლანი: ადამიანები არ იცვლებიან! ისინი მხოლოდ თამაშობენ საჭირო როლს, ისევ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.


ვოლტერი: მე არავინ მავიწყდება, უბრალოდ, ვაკვირდები, ვის ვახსოვარ!


რუსო: ოჯახი რომ შექმნა, საჭიროა, შეიყვარო... რომ შეინარჩუნო, უნდა ისწავლო მოთმინება და პატიება.


კოქტო: ასჯერ დაეხმარე - დაავიწყდებათ! ერთხელ უთხარი უარი და მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ.


ესქილე: ბრძენს ჰკითხეს: თუ ადამიანს უყვარხარ, დაბრუნდება? ბრძენმა უპასუხა: თუ ადამიანს უყვარხარ, ის არ წავა.


ფორდი: ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასდროს გახდება ოსტატი. მაგრამ ვერც ის გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს რომ შეჰყურებს პირში.


მაკედონელი: აუცილებლად დაუშვით ყველა ის შეცდომა, რაც ბედნიერს გაგხდით.

 

მოზესი: პატიოსნება და ერთგულება - ეს ძვირად ღირებული საჩუქარია, რომელსაც არ უნდა ელოდე იაფფასიანი ადამიანებისგან.


გუსტავ პეტრო: განვითარებული ქვეყანა ის კი არ არის, სადაც ღარიბებს მანქანა ჰყავთ, არამედ ის, სადაც მდიდრები საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ.


აპოლეონი: დავეხმაროთ ძლიერებსა და ნიჭიერებს, უნიჭოები და ქვემძრომები თვითონვე გაიკვლევენ გზას.


ოტია იოსელიანი: ბევრი ვაკეთე და ვაშენე. მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო, - რომ იტყვი და ხელებს დაიბან, იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე გიშენებია.


შოუ: მე ვარ ის, ვინც გულში ტირის, სახე უღიმის, ბევრ რამეში არ უმართლებს და მაინც იცინის.


მერიმე: ადამიანებს ყველაზე მეტად აინტერესებთ ის, რაც მათ საერთოდ არ ეხებათ!


კიოსაკი: თუ გსურთ, რომ საკუთარი რეალობა შეცვალოთ, უნდა შეცვალოთ საკუთარი აზროვნება.


ტვენი: უმჯობესია, დახურო პირი და სულელის შთაბეჭდილება დატოვო, ვიდრე გააღო და ყველა დარწმუნდეს ამაში.


მოლიერი: საკმარისი არაა, უბრალოდ, ცოლქმრობა. საჭიროა, გახდეთ მეგობრებიც და საყვარლებიც, იმისთვის, რომ მერე არ ეძიოთ ისინი სხვაგან.


ნიცშე: ყოველი განრისხებული ქალის უკან დგას მამაკაცი, რომელიც აზრზე არ არის, რა დააშავა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი