logo_geo
როგორ ვაქციოთ „ხრუშჩოვკა“ სასიამოვნო ბინად - იდეები 1 და 2 ოთახიანი ბინებისთვის
- +

23 ნოემბერი. 2017. 16:11



„ხრუშჩოვკა" (რუს. хрущёвка) - საბჭოთა ეპოქის ეს უნიკალური შედევრი სამწუხაროდ დღესაც ბევრგან გვხვდება თბილისში და, ნებით თუ უნებლიეთ, ბევრს უხდება მათში ცხოვრება. ნიკიტა ხრუშჩოვის პერიოდში ვიტალი ლაგუტენკოს პროექტით შექმნილი 3-5-სართულიანი ბინები მასიურად შენდებოდა საბჭოთა კავშირში 1960-80-იან წლებში.


„ხრუშჩოვკის" ტიპის სახლებში, რომლებშიც, როგორც წესი, ლიფტი არ არის, ჭერი ძირითადად 2,5 მ-ს არ აღემატება და ერთ, ორ ან სამოთახიანი ბინებია.


სივიწროვე, დაბალი ჭერი და ოთახების მოუხერხებელი განლაგება - ეს ყველაფერი ამ პროექტის სავიზიტო ბარათად იქცა და ჩვენში უგემოვნობასთან და უძრაობასთან ასოცირდება.


მაგრამ რას იზამ, ყველა კორპუსი ერთ დღეში ხომ ვერ დაინგრევა?!


ამიტომ გთავაზობთ სტანდარტული ოროთახიანი „ხრუშჩოვკის" ინტერიერის მოწყობის რამდენიმე იდეას, რაც ვიწრო და დაბალ ბინას სივრცეს და მრავალფეროვნებას შესძენს. ამასთან, დარწმუნდებით, რომ მთავარი ფართის სიდიდე კი არა, მისი გონივრულად გამოყენებაა.


იდეები 1-ოთახიანი ბინისთვის:














იდეები 2-ოთახიანი ბინისთვის: 










მომგებიანი ვარიანტია აივნისა და სამზარეულოს გაერთიანებაც:
















 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი