logo_geo
„გჯეროდეს შენი ოცნების!“ - 100 რჩევა, რომელიც ძირეულად შეცვლის შენს ცხოვრებას
- +

23 ნოემბერი. 2017. 21:27



დაგვეთანხმებით, რომ ბედნიერება - ეს ფილოსოფიური ცნებაა და ის ყველას თავისებურად ესმის.


შეუძლებელია, ყველა ერთ შაბლონში მოაქციო და ერთი ხელის მოსმით ბედნიერად აქციო. თუმცა, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც თუ ბედნიერს არ გაგხდის, ძირეულად მაინც შეცვლის შენს ცხოვრებას. აირჩიე მათგან ისინი, რომლებიც, თვლი, რომ შენთვის შესრულებადია.


1. ადექი დილით ადრე;


2. ყოველდღე გადაუხადე ღმერთს მადლობა იმისათვის, რაც გაგაჩნია.


3. სვი მეტი წყალი.


4. მიიღე კონტრასტული შხაპი;


5. დაგეგმე ახალი დღე;


6. იყავი მიზანდასახული, მაგრამ ნუ „ჩაიციკლები" მიზნებზე;


7. შეძელი, აპატიო როგორც მეგობრებს, ასევე, მტრებს. გახსოვდეს, რომ სრულყოფილი ადამიანები არ არსებობენ;


8. თუნდაც 15 წუთი დაჰყავი სუფთა ჰაერზე;


9. არ დალიო წყალი ჭამის შემდეგ და ჭამის დროს;


10. შეამცირე ნეგატიური გარემოცვა;


11. თუკი დამანგრეველ სფეროში აღმოჩნდი - ისწავლე "უკუღმა", ანუ როგორი არ უნდა იყო;


12. გჯეროდეს შენი ოცნების;


13. მოძებნე ღირსეული გარემოცვა, რომელიც თვითრეალიზებაში დაგეხმარება;


14. ყოველდღე გამონახე დრო სპორტისთვის;


15. კრიზისულ პერიოდებშიც პროგრამა-მინიმუმი უნდა შეასრულო;


16. ისწავლე პროფესიონალებისგან. ეს დააჩქარებს შენს პროფესიონალურ ზრდას;


17.       მიიღე სიამოვნება სამსახურისგან;


18. თუკი სამუშაოს მიზნისკენ მიჰყავხარ, მაგრამ არ განიჭებს სიამოვნებას - მოითმინე;


19. სამუშაო, რომელსაც არც მიზნისკენ მიჰყავხარ და არც სიამოვნებას განიჭებს, მიატოვე;


20. გჯეროდეს საკუთარი თავის;


21. ეცადე, ხშირად ისუნთქო ღრმად;


22. გაიწმინდე სული; ყოველდღიურად ჩაატარე მედიტაცია და ილოცე;


23. უსმინე საყვარელ მუსიკას, რათა ენერგიის დამატებითი წყარო მიიღო. არ დაივიწყო „ფლეილისტის" განახლება;


24. ცხოვრების ყოველ სფეროში მხოლოდ საუკეთესო მასწავლებლებისგან აიღე მაგალითი;


25. შემოსავლის მეათედი ქველმოქმედებას მოახმარე;


26. ხშირად აქე ადამიანები, განსაკუთრებით, ისინი, ვინც შენს გუნდში არიან;


27. გამოხატე ემოციები შექებისას და შეიკავე კრიტიკის დროს;


28. დაიმახსოვრე, რომ შეუძლებელია ყველას მოსწონდე, თუნდაც მხოლოდ კარგ საქმეებს აკეთებდე, მაინც;


29. თუ წარმატებას მიაღწიე - მადლობელი იყავი გამარჯვებისთვის. თუ დამარცხდი - მადლობელი იყავი გამოცდილებისთვის;


30. ხანდახან მიეცი თავს უფლება, ჩაიდინო სისულელეები და მოიქცე ბავშვივით;


31. პირველ რიგში, მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთე;


32. ისწავლე ორი საქმის ერთდროულად კეთება (მაგალითად, ირბინე და თან აუდიო-წიგნს უსმინე).


33. იმისათვის, რომ ბედნიერად იგრძნო თავი სამსახურში - იფიქრე არა ფულზე, არამედ შედეგზე;


34. ნუ შეგეშინდება წინააღმდეგობების;


35. დაიმახსოვრე, იმისათვის, რომ ოსტატობას მიაღწიო, დაუღალავი შრომის 10 ათასი საათია საჭირო.


36. თუკი ყოველდღიურად რაღაცას ცოტ-ცოტათი გააუმჯობესებ, მალე შედეგი მასშტაბური იქნება.


37.       პირველმა თქვი სალამი და გაუღიმე ადამიანებს. მხოლოდ ძლიერი ადამიანები გამოხატავენ პირველად კეთილგანწყობას;


38. გახსოვდეს, მხოლოდ საუკეთესო სტანდარტები იმსახურებს შენს ყურადღებას;


39. დელიკატურად დაემშვიდობე იმ ადამიანებს, რომელთა ყოფნაც არ გეხმარება შენი პოტენციალის რეალიზებაში;


40. გამონაკლისად ითვლებიან ნათესავები. ისინი, როგორც წესი, არ ღალატობენ. ამიტომაც მიიღე ისეთებად, როგორებიც არიან;


41. ნუ შეეცდები, შეცვალო ადამიანები შენ ირგვლივ. ეს არადესტრუქციული გზაა;


42.       თუკი სწორად ცხოვრობ, მაშინ შთაგონება არ დააყოვნებს და შენთან აუცილებლად მოვა;


43.       არასწორი კვება და უმოქმედობა კლავს მუშაობის სურვილს;


44. იყავი "ლიფტი" გარშემომყოფებისთვის. აიყვანე ისინი;


45. გაუგე კრიტიკოსებს, მათ ხომ ცხოვრებაში არაფერი აქვთ, იმის გარდა, რომ სხვა აკრიტიკონ;


46. თუკი კრიტიკოსის კვალიფიკაციაში ეჭვი არ გეპარება, მაშინ დაუმეგობრდი მას და არ დაგავიწყდეს მისთვის მადლობის გადახდა შენს წარმატებაში წვლილის შეტანისთვის.


47. წარსული და მომავალი - შენი აწმყოს სარკისებური ანარეკლია;


48. მოძებნე მოტივაცია შენში. თუკი არ გამოგივა, მაშინ ამის ორი მიზეზია: არ გყოფნის ენერგია ან იმ საქმით არ ხარ დაკავებული;


49. ნუ მიიღებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როცა ცუდ ხასიათზე ხარ. დაუცადე პოზიტიურ პერიოდს და მაშინ იფიქრე, როგორ გააგრძელო ცხოვრება;


50. შეამოწმე ფოსტა და სოციალური ქსელები დღეში მხოლოდ 2-ჯერ;


51. შეარჩიე სიტყვები. მათ შეუძლიათ როგორც შთაგონება, ასევე დანგრევა;


52. დაეხმარე საყვარელ ადამიანს საკუთარი თავის რეალიზებაში;


53. ისწავლე მარტოობით ტკბობა;


54. მუდმივად გააფართოვე საკუთარი გარემოცვა. არასოდეს არის გვიან ახალი საქმის დაწყება ან ახალი გასართობის პოვნა;


55. თუკი შეგიძლია ვიღაცის შთაგონება - ეს უკვე უმაღლესი ჯილდოა.


56. აწარმოე წარმატების დღიური, განსაკუთრებით, თუკი ის იმ კატეგორიას ეხება, რომელზეც დიდი ხანია მუშაობ;


57. შეასრულე დანაპირები, ხოლო სანამ დაპირდები, კარგად დაფიქრდი;


58. ნუ იჭორავებ;


59. არ გამოტოვო მნიშვნელოვანი სიახლეები;


60. დაიმახსოვრე, მხოლოდ მსოფლმხედველობის კანონების ცოდნას მივყავართ ბედნიერებამდე;


61. შეუხამე აქტივობა გონებას;


62. გააანალიზე საკუთარი ცხოვრება და გამოიტანე გაკვეთილი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენისგან;


63. მიატოვე ის საქმეები, რომლებიც რეალიზებაში არ გეხმარება;


64. მიირთვი მეტი სასარგებლო ცხიმი (მცენარეული ზეთები, კაკალი, ავოკადო) და უმი ბოსტნეული;


65. შენგან იმდენი სარგებელი მოვა, რამდენ ენერგიასაც შეძლებ, რომ დახარჯო. ენერგიის რაოდენობის გასაზრდელად კი ყურადღება მიაქციე შენს ფიზიკურ ჯანმრთელობას;


66. სახლი - ეს ის ადგილია, სადაც ახლა ცხოვრობ და არა ადგილი წარსულიდან ან მომავლიდან;


67. ნუ მიეჯაჭვები ადამიანებს და მიეცი თავისუფლება იმ ადამიანებს, ვინც გიყვარს.


68. კვირაში ერთხელ შეგიძლია არაფერი აკეთო;


69. შემოქმედებითი სამუშაო შენგან ემოციის პიკსა და ზედმიწევნით ყურადღებას მოითხოვს;


70. ნუ გაერთობი სხვა რაღაცებით, როცა შემოქმედებით ხარ დაკავებული;


71. შეინარჩუნე ბალანსი მატერიალურსა და სულიერს შორის;


72. იკითხე დიდი ადამიანების ბიოგრაფიები;


73. შენ ირგვლივ მხოლოდ ყველაზე ნიჭიერი და ბედნიერი ადამიანები უნდა არსებობდნენ;


74. არასოდეს არაფერი აიღო იმ ადამიანისგან, რომელსაც არ ხარ მზად, მისცე ის, რასაც სამაგიეროდ მოგთხოვს;


75. თუ გიღალატეს, დამნაშავე, პირველ რიგში, შენში ეძებე;


76. მზად იყავი დამარცხებისთვის. რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით მტკივნეულია დაცემა;


77. შეიყვარე შენი მარცხი. მასზე ისწავლი;


78. წარმატება - ეს არის ნაწყვეტი ყველაზე სერიოზულ დაცემასა და მომავალ აღმასვლას შორის. თუკი მარცხი განიცადე - დაიწყე კიდევ უფრო მონდომებით მუშაობა;


79. იყავი გახსნილი სულიერად ახლო ადამიანებთან და თავშეკავებული მათთან, რომლებიც არ იზიარებენ შენს ფასეულობებს;


80. დააფიქსირე ყველა მოლაპარაკება წერილობით. ადამიანები ხშირად ივიწყებენ ამის შესახებ;


81. იმისათვის, რომ არ დაირღვეს ენერგიის ურთიერთგაცვლის კანონი, იყავი გულუხვი გულუხვ ადამიანებთან და ხელმომჭირნე ძუნწებთან.


82. თუ გსურს, ბევრი გასცე, ჯერ ისწავლე ცხოვრებისგან ბევრის მიღება;


83. ყოველთვის გახსოვდეს იმის შესახებ, რომ "ცხოვრების შავი ზოლი შესაძლოა ასაფრენი ბილიკი" აღმოჩნდეს;


84. იყავი მადლობელი ცხოვრების ყველა ეტაპის;


85. განავითარე შენში ღირსება, სიკეთე და სიბრძნე;


86. ნუ მიაქცევ ყურადღებას ადამიანებს წარსულიდან. უბრალოდ, გაიხსენე, რომ არსებობს მიზეზი, რის გამოც ისინი წარსულში არიან;


87. ჩადე ინვესტიციები ურთიერთობებში და ყველაზე მომგებიან განათლებაში;


88. კედელი - ეს ნაბიჯია. უბრალოდ, უნდა გაიზარდო აქამდე;


89. სიცოცხლის ბოლოს იმას უფრო ინანებ, რომ არ გააკეთე, ვიდრე იმას, რაც გააკეთე;


90. ხანდახან წინ სიარული პანღურის შედეგია. მოდი, "პანღური" იყოს ის ადამიანი, ვინც წარმატებას მიაღწია შენს საქმეში;


91. ძალაუფლება პასუხისმგებლობასა და სხვების დახმარების შესაძლებლობას მოიცავს. რაც მეტ ადამიანს ეხმარები, მით ბედნიერი ხდები;


92. მუდმივად გათავისუფლდი ნაგვისგან სახლსა და ცხოვრებაში;


93. ყოველთვის გააჟღერე საკუთარი მოლოდინი და მოუსმინე იმას, რას ელიან სხვები შენგან;


94. დაიმახსოვრე, რომ ცხოვრება - ველოსიპედით სიარულს ჰგავს. თუ გიჭირს, ესე იგი, აღმართზე ადიხარ;


95. მუდმივად გარისკე, ოღონდ ისე, რომ ზედმიწევნით გააანალიზო სიტუაცია. ეს ინტუიციას ავარჯიშებს;


96. პერიოდულად გაახალისე საკუთარი თავი სიახლეებით;


97. განავითარე საკუთარი ინდივიდუალურობა და ყოველთვის გახსოვდეს საკუთარი უნიკალურობის შესახებ;


98. ისწავლე სიყვარული და სიმყუდროვის მოწყობა;


99. გულმოდგინედ შეარჩიე მეგობრები და ძალიან გულმოდგინედ - ცხოვრების მეგზური;


100. იყო ბედნიერი - ნიშნავს, მოახდინო საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზაცია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი