logo_geo
განკარგულება: „უარი ეთქვას!“
- +

16 დეკემბერი. 2017. 12:01

 


გალაკტიონ ტაბიძის განცხადება
საქართველოს განათლების კომისარს:


რადგან ვიმყოფები მეტისმეტად შევიწროებულ
მდგომარეობაში უტანსაცმელობით და უფეხსაც-მელობით, უმორჩილესად გთხოვთ, აღძრათ
შუამდგომლობა... გამიხსნას კრედიტი... ტანისა-მოსისა და ფეხსაცმელის მისაღებად. ფულს ნაწილ-ნაწილად მიიღებენ თვით ჩემგან... 
იმედი მაქვს, მხედველობაში მიიღებთ ჩემს მდგომარეობას.

პატივისცემით გალაკტიონ ტაბიძე
1924 წ. 24 მარტ


განკარგულება: "   !"

მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, შურით მღუარი,
პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,
თუ არ გიშხუვლო მათრახივით: "ეთქვას უარი!"
შენი ვალებით პირთამდე სავსემ,
თუ არ ჩაგიდგა ყველა დროში თითო ფაცერი,
ჩემგან გაწირულს თუ სამშობლოდ არ მოგაჩვენო
თოვლი ირიბი და ალმაცერი.
თუ არ გავერთო შენი გაძლებით,
თუ არ დაგძახო ბეწვის ხიდზე: "პოეტო, ანტრე!"
მაშინ სამშობლო აღარ ვყოფილვარ,
შენ თუ სიკვდილი არ მოგანატრე.
კლავიორების ბრბოებისგან ტაშის მყიდველთა
ფუყე დიდებით ჩამოჟამული,-
თუ არ დაყრუვდა შენს წინაშე, თუ არ დაბრმავდა,
თუ არ დამუნჯდა, - რაა მამული.
უარი ეთქვას გ. ტაბიძეს, როგორც წესია:
მოკვდავს - სასახლე, უკვდავს - ბოსელი;
აჰა, მამულის შხამიანი ღორღი და ქვიშა, -
შენი პური და შესამოსელი!
იარე ახლა ფეხშიშველამ... "გზა არის ცხელი"...
წითლად გაკვალე მარადისობა...
ფეხისგულებით არა მხოლოდ ცვარი მამულის,
მისი ეკლებიც უკეთ იცნობა.
პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,
თუ არ გიშხუვლო მათრახივით, - "ეთქვას უარი!"
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, - შურით მღუარი.
თუ გაპატია, რომ გიცნო და თვითვე აღმართა
დაფნა, საშენოდ შემორკალული,
თუ თვითმკვლელობით არ მიგაგდო ღია სარკმელთან,
თუ გაპატია, რომ უყვარხარ, - რაა მამული...

/ელა გოჩიაშვილი/










 

big_banner
არქივი