logo_geo
ლონდონის, პარიზისა და ნიუ-იორკისგან განსხვავებით, ბერლინში ღამის ცხოვრება ბევრად ხელმისაწვდომია.
- +

16 დეკემბერი. 2017. 20:39



 პორტალის hostelworld.com ანალიტიკოსებმა სპეციალური კვლევა ჩაატარეს იმ ქალაქების დასადგენად, სადაც ყველაზე აქტიური და კომფორტულია ღამის ცხოვრება. ანალიტიკოსებმა ყურადღება ადგილობრივების სტუმართმოყვარეობაზე, უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომ ფასებზე გაამახვილეს.


 ჰამბურგი, გერმანია: რეპერბანი - ცნობილი ქუჩა სანქტ-პაულის კვარტალში, ჰამბურგის ღამის ცხოვრების ცენტრად ითვლება, სადაც უამრავი ღამის კლუბი და დისკოთეკა, კაფე და რესტორანია თავმოყრილი. თუმცა, მთავარ ღირსშესანიშნაობად მაინც პოლიციის განყოფილება Davidwache-ია, რომელიც ქუჩის სამხრეთ ნაწილშია მოთავსებული.

კოპენჰაგენი, დანია: კოპენჰაგენმა დიდი ხანია გაითქვა სახელი თავისი მხიარული და ხმაურიანი ღამის წვეულებებით. თუმცა, ქალაქი არა მხოლოდ ახალგაზრდებს სთავაზობს ღამის სასიამოვნოდ გატარებას, არამედ საკმაოდ ხანდაზმულებსაც, რომლებიც სიამოვნებით იკრიბებიან ჯაზ-კლუბებში, ტრადიციული ლუდისა და ღვინის სახლებში.

ბერლინი, გერმანია: ლონდონის, პარიზისა და ნიუ-იორკისგან განსხვავებით, ბერლინში ღამის ცხოვრება ბევრად ხელმისაწვდომია. ქალაქის ცენტრში უამრავი პატარა თეატრი და კაბარეა, ალტერნატიული კულტურის მოყვარულებს კი, 200-ზე მეტი კლუბი ელით, რომელთაც მთელი ევროპიდან სტუმრობენ ცოცხალი მუსიკის მოყვარულები.

 დუბლინი, ირლანდია: დუბლინი არა მხოლოდ მათ მოეწონებთა ვისაც, უძველესი ისტორიული ღირსშესანიშნაობების ნახვა უნდა, არამედ მათაც, ვისაც ღამის ცხოვრება უყვარს, რადგან ქალაქში პაბების, ბარების და ღამის კლუბების უზარმაზარი არჩევანია საინტერესო პროგრამებითა და ეგზოტიკური კოქტეილებით. ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბად კი, Ryan's ითვლება, სადაც ყოველთვის საინტერესოდ და კომფორტულად შეიძლება დროის გატარება.

ამსტერდამი, ნიდერლანდები: ღამით ამსტერდამი ისეთივე საინტერესო სანახავია, როგორც დღისით, თუმცა, ყველა კვარტალი არ გამოდგება ღამის სეირნობისთვის. De Wallen - ამსტერდამის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და ტურისტებისთვის მიმზიდველი კვარტალია, რომელიც სტუმრებს მრავალფეროვან შოუებს სთავაზობს. არანაკლებ საინტერესო, თუმცა საკმაოდ ძვირიანია Leidseplein, სადაც წუთითაც არ წყდება ხმაურიანი ღამის ცხოვრება.

სან-ფრანცისკო, აშშ: სან-ფრანცისკო სტუმრებს დასვენების სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობს - კლასიკური მუსიკის კონცერტებით დაწყებული, ევროპელი და ადგილობრივი დიჯეების მუსიკით დასრულებული. ყველაზე საინტერესო კლუბები ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ცნობილ კვარტალში Mission-შია თავმოყრილი, სწორად აქ შეიძლება როკ- და ლათინური მუსიკის მოსმენა, ჯაზის და ბლუზის მოყვარულებს კი, პრაქტიკულად ნებისმიერ კუთხეში შეუძლიათ საყვარელი მუსიკით დატკბობა. გიოტებორგი, შვედეთი: საინტერესოა, რომ ქალაქის ღამის ცხოვრება ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს, რადგან გიოტებორგის მთავარ ქუჩაზე ერთის მხრივ უამარავი კლუბიდა ბარია მოწყობილი ხმაურიანი წვეულებები მოყვარულთათვის,მეორეს მხრივ კი, კაფე და საგამოფენო დარბაზია გახსნილი სერიოზული ხელოვნების დამფასებელთათვის.

 პრაღა, ჩეხეთი:ღამის კლუბების, ბარების, კაბარეებისა და სტრიპ-კლუბების დამოუკიდებლად სტუმრობის ნაცვლად შგიძლიათ სპეციალური გიდი დაიქირავოთ, რომელიც ყველაზე პოპულარულ დაწესებულებეში გაგიწევთ მეგზურობას და საჭირო გასტრონომიულ კონსულტაციასაც გაგიწევთ.

ვარშავა, პოლონეთი:ბერლინის მსგავსად, ვარშავას კლუბებიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, იმ შემთხვევაში კი, თუ ნაციონალური სამზარეულო გხიბლავთ შეგიძლიათ პატარა ოჯახურ კაფეებსა და რესტორნებს ესტუმროთ, სადაც არა მხოლოდ დააგემოვნებთ უგემრიელეს კერძებს, არამედ საინტერესო კულინარიულ კონკურსებშიც მიიღებთ მონაწილეობას.

ნიუ-იორკი, აშშ:ნიუ-იორკი თავისი 8-მილიონიანი მოსახლეობით ღამით ცხოვრობს, დღისით კი, ძალების აღდგენას ცდილობს მორიგი ღამის ბარებსა და კლუბებში, პაბებსა და სპორტულ კაფეებში ხალისიანად დროის გასატარებლად.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი