მომხმარებლებმა ქსელში 45,5 დოლარად ქალის ის ჩექმები აღმოაჩინეს, რომლებიც ძალიან ჰგავს 2017 წლის ყველაზე ძვირადღირებულ მოდელს.
ძვირადღირებული ფეხსაცმლის ასლი ფირმა Indigo-მ გამოუშვა. პორტალმა მომხმარებლებს ასევე ურჩია ყურადღება მიაქციონ სხვა მოდელის ფეხსაცმელსაც, რომელიც Saint Laurent-ის მოდელს ჰგავს და მისი ორიგინალის ფასი 10 000 დოლარია.
15 დეკემბერს Saint Laurent-ის ჩექმებმა ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმლების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავეს. მასზე ძვირად მხოლოდ Chanel-ის ფეხსაცმელები შეფასდა, რომელიც eBay-ზე 26 600 დოლარად გაიყიდა.