logo_geo
იდუმალებით მოცული ორმო
- +

18 დეკემბერი. 2016. 12:48



ეს ადგილი ცნობილია, როგორც ოპალის მოპოვების ადგილი. იგი  სამხრეთ ავსტრალიაში მდებარეობს. აქ  დაახლოებით, 2 000 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ სანამ სტატიას ბოლომდე არ წაიკითხავთ, მასში რა იმალება, ვერ მიხვდებით...

ეს ქალაქი საიდუმლოებებითაა მოცული. საიდუმლო კი იმაში მდგომარეობს, რომ

ეს ქალაქი მიწისქვეშაც არსებობს!

აქ არის ხელით გაყვანილი გვირაბები, რომლებშიც ადამიანთა სახლები მდებარეობს.


მიწისქვეშა ქალაქში ტურისტებისთვის სასტუმროებიც არის.


ალბათ, გაინტერესებთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.

1915 წელს, მამა-შვილი ამ ქალაქში, ოქროს საძებნელად ჩამოვიდა. თუმცა, მათ ოპალი იპოვეს, რაც მალევე, საზღვარგარეთ, ძალიან ცნობილი ქვა გახდა. ძლიერი სიცხის გამო, მაღაროელებისთვის უკეთესი იყო, შახტები მიწის ქვეშ განლაგებულიყო. აი, ასე დაიწყო თხრა. დღესდღეობით, იქ უკვე 1 500 სახლია. გარდა სახლებისა და სასტუმროებისა, იქ ულამაზესი ეკლესიაცაა.


არის წიგნების მაღაზიაც.


ასევე, იქ ოქროულობის შეძენაცაა შესაძლებელი.


მეგობრებთან ერთად, მიწისქვეშ, ბარში წასვლაც არაა პრობლემა.

 

 

 

 

 



 

big_banner
არქივი