logo_geo
ყველაფერი კიბოზე - რა იწვევს და როგორ ვებრძოლოთ საშიშ დაავადებას
- +

19 დეკემბერი. 2016. 00:04


 

 

სიმსივნის ფსიქოსომატური მიზეზები


ფსიქოსომატიკა მედიცინისა და ფსიქოლოგიის მიმართულებაა, რომელიც სომატური (სხეულის) დაავადებების გაჩენასა და მიმდინარეობაზე ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენას სწავლობს.


სულიერმა ტკივილმა, მუდმივმა სტრესებმა, ღრმა წყენებმა და მარტოობამ შესაძლოა, სერიოზული დაავადებები, მათ შორის, კიბოც გამოიწვიოს. მიუხედავად შეხედულებისა, რომ ეს თითქოს „ახალგაზრდა"| სენია, კიბო უძველესი დაავადებაა, თუმცა ონკოდაავადებებთან ბრძოლის ასპროცენტიანი მეთოდი ჯერაც არ არსებობს.


დაავადების პროვოცირებას უამრავი ფაქტორი ახდენს, მაგრამ კიბოს გაჩენის შემთხვევები ფიზიკურად სრულიად ჯანმრთელ ადამიანებშიც არცთუ იშვიათია. ასეთ შემთხვევებში მისი წარმოქმნის ფსიქოსომატური ფაქტორი უკანასკნელ როლს არ თამაშობს.

 

როგორ ჩნდება კიბოს უჯრედები

 

თუ სამედიცინო ტერმინებსა და ფორმულირებებს არ გამოვიყენებთ, მაშინ კიბოს უჯრედების წარმოქმნა ასე გამოიყურება: ნორმალურ და ჯანმრთელ უჯრედებზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, რის შედეგადაც უჯრედი გამრავლებას იწყებს და თავის «სხეულში» აგებულების ატიპიურობას ატარებს, ანუ გარკვეული ორგანოს, ან სისტემის ქსოვილებში მისთვის არადამახასიათებელი უჯრედების წარმოქმნა იწყება. შესუსტებული იმუნიტეტის შემთხვევაში, ორგანიზმს ასეთი უჯრედების წარმოქმნის დაბლოკვა არ შეუძლია. ამიტომ ერთი ტიპის უჯრედების სხვა ტიპად გარდასახვა ნელ-ნელა ხდება, რასაც ონკოდაავადებების განვითარება მოჰყვება.

 

ფსიქოსომატიკისა და ფიზიოლოგიის ერთობლიობა კიბოს განვითარებისას

 

ექიმების მიერ დადგენილია რიგი მიზეზები, რაც ონკოდაავადებებს იწვევს. მაგალითად, დადგენილია ურთიერთკავშირი საშვილოსნოს ყელის კიბოსა და ვირუსულ ინფექციებს შორის. ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებაზე ასევე, შეიძლება, მემკვიდრეობითობამ, ცუდმა ეკოლოგიურმა გარემომ, ან მავნე სამუშაო პირობებმა იმოქმედოს, როცა ადამიანი დიდხანს იმყოფება კიბოს მაპროვოცირებელი ტოქსიკური ნივთიერებების (კანცეროგენების) ზემოქმედების ქვეშ.


ასევე, სპეციალისტები ყურადღებას ონკოლოგიასა და ადამიანის ნეგატიურ ფსიქოსომატურ მდგომარეობას შორისაც ამახვილებენ. ფსიქოტერაპევტების დაკვირვებებით, პაციენტების დიდ უმრავლესობას სხვადასხვა დაავადება, მათ შორის, კიბოც, საკუთარი თავის უსარგებლობის მდგრადი მწვავე შეგრძნების შედეგად განუვითარდა.


კიბო მარტოსულთა დაავადებაა

 

ათეული წლების განმავლობაში ასობით ათასობით ონკოლოგიურ ავადმყოფზე დაკვირვების შედეგად, მედიკოსები კიბოს ფსიქოსომატიკის ძირითად მიზეზებს გამოყოფენ. ესენია:


* ნათესავებსა და ახლობლებთან კონტაქტის დაკარგვა;


* გარდაცვლილ, ან დაცილებულ ადამიანთან ემოციური კავშირის გაწყვეტა, ან დაკარგვა;


* საკუთარი უმწეობის ძლიერი შეგრძნება;


* სასოწარკვეთა;


* წყენის ღრმა და გაუნელებელი გრძნობა;


* პესიმიზმი და დეპრესია.

კიბო ახალგაზრდებს უტევს


ბოლო დროს ძალიან გახშირდა ახალგაზრდებში კიბოთი დაავადების შემთხვევები. სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდა ექიმს კიბოს უკანასკნელ სტადიაში მიმართავს, როცა მკურნალობა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ახალგაზრდა არასოდეს აქცევს ყურადღებას ჯანმრთელობას, რადგან თვლის, რომ ასეთ ასაკში ავადმყოფობა ნაადრევია. კიბოთი დაავადების შემთხვევები არც ხანდაზმულებშია იშვიათობა, მაგრამ მედიკოსებმა საინტერესო ფაქტი გამოავლინეს: იმ ხანდაზმულებს, რომლებსაც ოჯახის, შვილების, ნათესავებისა და სოციუმის მიმართ საკუთარი თავის მნიშვნელობა ესმით, კიბო ნაკლებად ემუქრებათ და უფრო დიდხანს ცოცხლობენ, თუმცა სასოწარკვეთის განცდა ხშირად ახალგაზრდობას ახლავს. განხიბვლა სასიყვარულო ურთიერთობებში, წარუმატებლობა სწავლასა და სამსახურში, კონფლიქტები ოჯახში; ყველაფერი ეს შესაძლოა, სიმსივნის გაჩენის მიზეზი გახდეს.


პროფილაქტიკური შემოწმებების უგულებელყოფა კი, ხელს დაავადების გაძლიერებას უწყობს. ამიტომ კიბოს პროფილაქტიკაში მთავარი ორი ვექტორის დაცვაა: კარგი ფიზიკური ჯანმრთელობა და დადებითი ფსიქიკური მდგომარეობა.


ჯანსაღი ცხოვრების წესი; უარი სიგარეტზე, ფიზკულტურა, პროფილაქტიკური შემოწმებები, ქრონიკული დაავადებების დროული მკურნალობა ჯანმრთელობისა და სხეულის ახალგაზრდობის შენარჩუნებას ეხმარება. განცდების, შიშის, დეპრესიისა და სიძნელეების გადალახვა სულიერად გაგაძლიერებთ და დაგეხმარებათ, რომ ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ.


თუ გრძნობთ, რომ პრობლემებთან გამკლავება დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ, სპეციალისტს მიმართეთ; ამაში სამარცხვინო არაფერია! გამოცდილი ფსიქოლოგი, ან ფსიქოთერაპევტი ყველა სიძნელის გადალახვასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.


კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდი

 

ისრაელის კლინიკებში სრული გამოჯანმრთელების მაჩვენებელი კიბოთი დაავადებულთა რაოდენობის 90%-ზე მეტს აღწევს. მრავალრიცხოვანი კლინიკური ცდების შემდეგ, სისხლის კიბოს დროს გენურ თერაპიას იყენებენ, რომლის შედეგებმაც მთელი მსოფლიო გააოცა.



რა არის კიბოს გენური თერაპია? ამ ტექნოლოგიით შესაძლებელია სისხლის ჯანმრთელი უჯრედების დაპროგრამება კიბოს უჯრედების განადგურებაზე. მკურნალობის პროცესი პაციენტის სისხლიდან თეთრი უჯრედების გამოყოფით იწყება, რომლებსაც ექიმები გენეტიკური კოდით „შეაკეთებენ". ამის წყალობით იმუნური Т-უჯრედები სინთეტური მოლეკულებით შეიარაღებულ „ჯარისკაცებად" გადაიქცევიან, რომლებიც CD19 ცილას შეიცავენ და კიბოს გამოვლენისა და მისი დამარცხების უნარი აქვთ. ავადმყოფის ორგანიზმში ამგვარად „შეკეთებული" უჯრედების დაბრუნების შემდეგ, „დამრტყმელი" ჯგუფები სწრაფად მრავლდებან, უზარმაზარ არმიას ქმნიან და იწყება კიბოსთან ბრძოლა. ეს ნამდვილი სენსაციაა!


2013 წელს, სამეცნიერო სამყარო ზელიჰომ ეშხარომის მიერ შემუშავებულმა ლეიკემიის (სისხლის კიბო) გენური თერაპიით მკურნალობამ შეძრა. ამერიკელმა მეცნიერებმა ეშხარომის მეთოდის გამოკვლევა ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ სისხლის კიბოთი დაავადებულ 29-დან 27 პაციენტს, მკურნალობის შემდეგ, დაავადების კვალი აღარ დარჩა. კიბოს თერაპიის ამ ინოვაციურმა მეთოდმა ძირფესვიანად შეცვალა მკურნალობისადმი არსებული მიდგომა, რომელიც ლეიკემიისგან სრული განკურნების გარანტიას იძლევა.


კიბოს საწინააღმდეგო მძლავრი საშუალება

 

კვირაში ნიგვზის სამჯერადი რეგულარული მიღება საკმარისია, რომ კოლორექტალური კიბოსგან თავი დაიცვათ. ასეთ მტკიცებულებამდე მივიდნენ სამხრეთ კორეის მეცნიერები, რომელთა განცხადებითაც, ნიგვზის ჭამის ჩვევა მხოლოდ კი არ აქვეითებს სიმსუქნის, დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, არამედ, სწორი ნაწლავის კიბოს გაჩენის რისკსაც ამცირებს. ამ უკანასკნელისთვის საკმარისია, კვირაში, არანაკლებ, სამჯერ მიირთვათ 15 გრ ნიგოზი. მედიკოსებმა თითქმის 3 ათასი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს. მათგან 923-ს კოლორექტალური კიბო (მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი წარმონაქმნი) აღმოაჩნდა, 1846 კი ჯანმრთელი იყო. მკვლევარებმა მიზნად დაისახეს, გამოეკვლიათ, კვების რაციონის რომელი კომპონენტი ფლობს კიბოსგან დამცავ თვისებებს და დაადგინეს, რომ მამაკაცები, რომლებიც კვირაში არანაკლებ სამჯერ ჭამენ ნიგოზს, 69%-ით ნაკლებ იყვნენ დაავადებულნი კოლორექტალური კიბოთი, ქალებში კი, ეს მაჩვენებელი უფრო შთამბეჭდავი 81% აღმოჩნდა. პროექტის ავტორების თქმით, კვლევის მონაწილენი უფრო ხშირად არაქისს მიირთმევდნენ, თუმცა იმის მტკიცება, რომ ნიგვზეულის სწორედ ეს სახეობაა უფრო სასარგებლო, ვიდრე  სხვა, არ შეიძლება.</p>

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბოსგან დამცავი ეფექტი შეიძლება, ნიგვზეულის ნებისმიერ სახეობას ჰქონდეს.


სიახლე კიბოს მკურნალობაში

 

ამერიკელმა მეცნიერებმა ახალი კომბინაციური თერაპია დაამუშავეს, რომელიც ზოგიერთი სახეობის კიბოს კლავს. ექსპერტებმა უკვე დაასახელეს კანის კიბოს წამლის წინასწარი კლინიკური კვლევის შედეგები. მათ წარმოადგინეს სიმსივნეთა არსებითი დაპატარავების მაგალითები 50%-ზე მეტ შემთხვევაში. ახალი გამოკვლევები აჩვენებს, რომ 60%-ზე მეტი პაციენტი, რომელსაც სტანდარტული თერაპიის მიხედვით, მხოლოდ 9 თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, 2 წლის შემდეგაც, ისევ ცოცხალი იყო. შემთხვევათა 20%-ში კი სიმსივნე სრულიად გაქრა. კლინიკურ გამოკვლევებში მონაწილეობისთვის 142 პაციენტი შეარჩიეს, რომელსაც კანის კიბოს 2 წამალი  „ნივოლუმაბი" და „იპილიმუმაბი" ჰქონდა მიღებული. მკურნალობის ასეთი სახეები, რომლებიც ლაბორატორიაში შექმნილი ანტისხეულების გამოყენებას გულისხმობს, გამიზნულია კიბოსთან ბრძოლისთვის იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ორივე სამკურნალწამლო პრეპარატმა დადებითად შეცვალა უკანასკნელ წლებში უყურადღებოდ მიშვებული მელანომის მსხვერპლთა სასიცოცხლო მაჩვენებელი. კვლევების ახალი მაჩვენებლების მიხედვით კი, ამ ორივე იმუნოთერაპიის ერთობლივად გამოყენება უფრო მეტადაა ეფექტური. უკანასკნელ წლებში, მეცნიერები სწორედ მელანომასთან კანის ავთვისებიან კიბოსთან ბრძოლის იმუნოთერაპიის მეთოდიკას ავითარებენ. ისე, იმუნოთერაპია, უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში, ონკოლოგიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა.

 

რომელი პროდუქტები იწვევს კიბოს


ჯამო-მ (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) გამოაქვეყნა კიბოს შემსწავლელი სააგენტოს მონაცემები, რომელშიც ნათქვამია, რომ გადამუშავებული ხორცის  სოსისი, ძეხვეული, „ვიჩინა", „ბეკონი" და სხვა ხორცეულის დელიკატესების გამოყენებამ, შესაძლოა, ონკოლოგიამდე მიგვიყვანოს. კიბოს გაჩენის მიზეზი ასევე, შეიძლება გახდეს წითელი ხორცი. ამ პროდუქტების არაუსაფრთხოებაზე „საკმაო რაოდენობის მტკიცებულებები" არსებობს. მეცნიერთა ჯგუფმა, რომელშიც 10 ქვეყნის 22 ექსპერტი შედიოდა, სხვადასხვა დროს ჩატარებული 800 გამოკვლევის შედეგი გამოაქვეყნა და წითელ ხორცს მისცა კლასიფიკაცია, როგორც ადამიანებში კიბოს გამომწვევ „ნამდვილად კანცეროგენულ პროდუქტს".


ასეთი კავშირი შეინიშნება, ძირითადად, კოლორექტალურ კიბოსთან დაკავშირებით, თუმცა კუჭქვეშა ჯირკვლისა და პროსტატის კიბოსთან დაკავშირებითაც აწარმოებდნენ დაკვირვებას", - ნათქვამია ჯამოს განცხადებაში.


დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების უკანასკნელი შეფასებით, ყოველწლიურად მსოფლიოში ხორცის პროდუქტების  რეგულარული მოხმარებით გამოწვეული კიბოთი სიკვდილიანობის, დაახლოებით, 34 000 შემთხვევაა.


ჯერჯერობით არ გვაქვს იმის მტკიცებულებები, რომ წითელი ხორცის მოხმარება კიბოს მიზეზია. მიუხედავად ამისა, თუ დავუშვებთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, წითელი ხორცის გამოყენება შეიძლება, ყოველწლიურად კიბოთი სიკვდილიანობის 50 000 შემთხვევის მიზეზად ჩავთვალოთ" , - აღნიშნა ჯამომ.


ტრაგედიის მასშტაბურობის კორექტულად შეფასებისთვის ორგანიზაციამ შესადარებლად სხვა ციფრებიც მოიტანა: მოწევით, ყოველწლიურად მსოფლიოში კიბოთი ერთი მილიონი ადამიანი იღუპება, ალკოჰოლის ბოროტად სარგებლობით    600 000, 200 000 ადამიანზე მეტი ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით. ამიტომ „ხორციან კატასტროფაზე" საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.


ასეა თუ ისე, ექსპერტების რეკომენდაციით, სასურველია ხორცის მიღების შემცირება. როგორც ათობით გამოკვლევა მეტყველებს, ყოველდღიურად საკვებში 50 გრ ხორცის პროდუქტის მიღებაც კი 18%-ით ზრდის კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკს, 100 გრ წითელი ხორცის მიღება კი 17%-ით, თუმცა მეორეს მხრივ, ლაპარაკია მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტზე  ცილების, ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელოვან წყაროზე. ხორცი დაბალანსებული დიეტის განუყოფელი შემადგენელია, ამიტომაც მსოფლიო მცენარეულ კვებაზე გადასვლას არ აპირებს.

ბუნებრივი პროდუქტები სილამაზისა და ახალგაზრდობისთვის


გსურთ ახალგაზრდულად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ? ხშირად ჩართეთ თქვენს მენიუში ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები.


ვიტამინი А (რეტინოლა) და მისი პროვიტამინი (კაროტინი) ხელს უწყობს კანის უჯრედების განახლებას. ეს ორი ნივთიერება პასუხისმგებელია საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების გამართულ მუშაობაზე, რომლებიც ტენს უნარჩუნებენ და იცავენ კანს სიმშრალის, აქერცვლისა და დაუპატიჟებელი ნაოჭებისგან.


მომწოდებლები: ღვიძლი, რძის პროდუქტები, კვერცხის გული, სტაფილო, გოგრა, წითელი წიწაკა, პამიდორი, ჭერმის ჩირი, მანდარინი, ფორთოხალი, ოხრახუში, კამა.


ვიტამინი В2 (რიბოფლავინი)გაფითრებული კანის საფარი, პირის კუთხეებში ავადმყოფური ნახეთქები, ტუჩებიდან სისხლდენა, მთელ კანზე აქერცვლა ამ ვიტამინის დეფიციტზე მიუთითებს.


მომწოდებლები: რძე და რძის პროდუქტები (განსაკუთრებით მაწონი, კეფირი, ყველეული, არაჟანი), მჭლე ხორცი, ღვიძლი, კვერცხის გული, სოკო, ცომეულის საფუარი.


ვიტამინი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, აყოვნებს დაბერების პროცესს. ასკორბინის მჟავა ასტიმულირებს მნიშვნელოვანი ცილის კოლაგენის წარმოქმნას, რომელზეცაა დამოკიდებული კანის საფარველის სიმკვრივე და ელასტიურობა.


C ვიტამინი ამაგრებს კაპილარებს, სისხლს აწვდის კანის საფარველს, ახორცებს მტკივნეულ იარებსა და ნახეთქებს.


მომწოდებლები: ასკილის ნაყოფი, შავი მოცხარი, ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, ნიგოზი, ქაცვი, კომბოსტოს მწნილი, ოხრახუში.

ვიტამინი Е (ტოკოფეროლი)ანტიოქსიდანტი, რომელსაც კანის თითოეულ უჯრედამდე მიაქვს საკვები და ჟანგბადი.


მომწოდებლები: მცენარეული ცხიმები (მზესუმზირას, სიმინდის, ზეითუნის, სელის), ასკილის ნაყოფი, კვერცხის გული, ბარდა, ლობიო, ოსპი.


კალციუმი ამცირებს ალერგიულ რეაქციებს, ხელს უწყობს უჯრედების აღდგენას.


მომწოდებლები: რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი, ყვავილოვანი კომბოსტო, სალათის ფურცლები, ხახვი, ოხრახუში, ვაშლი.


სელენიუმი ახალგაზრდობის ნამდვილი ელექსირია ასტიმულირებს უჯრედების ზრდას, უზრუნველყოფს  Е ვიტამინის ათვისებას, აკაჟებს იმუნიტეტს და ნერვულ სისტემას.


მომწოდებლები: თევზი, ხორცი (ძირითადად ქათმის), ყველი, კვერცხი, ხახვი, არაქისი, ნიგოზი.


იოდი უკანასკნელი სამეცნიერო აღმოჩენების თანახმად, ცელულიტი (კანქვეშა ცხიმოვან უჯრედში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგი) ხშირად ორგანიზმში იოდის ნაკლებობითაა გამოწვეული.


მომწოდებელი: თევზი, ზღვის კომბოსტო და ზღვის პროდუქტები (კრევეტები, კალმარები), იოდირებული მარილი.

 

სილამაზის მენიუ


ცივი ქარის, ან შენობაში ძალიან მშრალი ჰაერის გამო კანი აქერცვლას იწყებს, ქუჩისა და შენობის ტემპერატურების ცვალებადობით კი, სახეზე შეიძლება, სისხლძარღვების წერტილები გაჩნდეს. რა დაგვეხმარება?


თევზი; თევზის ყველა ცხიმიანი ჯიში შეუცვლელ ცხიმმჟავა ომეგა-3-ს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს კანზე ლიპიდური ფენის შენარჩუნებასა და ტენის შეკავებას, მაგრამ გაითვალისწინეთ, გაცხელების დროს ცხიმოვანი მჟავები იშლება, ამიტომ, კანს რომ დაეხმაროთ სიცივის დროს, კარგი იქნება, თუკი მიირთმევთ ქაშაყს, სუშის, ან ისეთ კერძებს, რომლებსაც თბური დამუშავება არ სჭირდება.


წიწიბურას ექიმები რუტინის მაღალი შემცველობის გამო აფასებენ. ეს ნივთიერება ამკვრივებს კაპილარების კედლებს და ხელს უშლის სისხლძარღვთა წერტილების გაჩენას. რუტინი უწვრილეს სისხლძარღვებსაც კი ამაგრებს. ამიტომ წიწიბურას ფაფა ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც ყინვაში ცხვირი უწითლდება. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, ამიტომ წიწიბურას მოყვარულთ სახის კარგი ფერი გარანტირებული აქვთ.


სიცივის დადგომისთანავე ჭამის სურვილი გვემატება. ამიტომ გასაოცარი არაფერია, რომ შემოდგომა-ზამთარში წონაში ვიმატებთ. ამის თავიდან ასაცილებლად ყურადღება მიაქციეთ მირთმეული საკვების რაოდენობასა და არ დაივიწყოთ: ხშირად ჩართოთ თქვენს მენიუში:


გოგრა;  არცთუ დიდი ხნის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გოგრას შეუძლია წონის დაკლებაში დაგეხმაროთ. განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ის ქალბატონების სხეულის მასაზე. ექსპერიმენტებისას ისინი, ვინც კვირაში მინიმუმ სამჯერ მაინც მიირთმევდა გოგრას, წონაში იკლებდნენ.


ნიახური მთელი მსოფლიოს დიეტოლოგების საყვარელი მწვანილია. საქმე ისაა, რომ ნიახური შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებენ და ხელს უშლიან ცხიმების დაგროვებას. სწორედ ამიტომ ნიახური გასახდომი დიეტების უმეტესობაში შედის.


შემოდგომა სევდიანობის ჟამია, მაგრამ მასთან გამკლავებაც შეიძლება, თუკი საკუთარ თავსაც გაუღიმებთ და სხვებსაც. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ნაძალადევი ღიმილიც კი ეხმარება სტრესთან ბრძოლასა და განწყობის გამოკეთებას, მაგრამ ლამაზი ღიმილისთვის კარგი კბილებია აუცილებელი, კარგი კბილებისთვის კი მენიუ, რომელშიც ბლომად იქნება:


ვაშლი სტომატოლოგები ამტკიცებენ, რომ ვაშლი აუმჯობესებს კბილის ფერს, წმენდს კბილთაშორის სივრცეს და კარიესის გამომწვევ მიკრობებს ერძვის.


სიმინდი; ქათქათა თეთრი, მაგარი და ჯანსაღი კბილები ლათინოამერიკელების დიდ უმრავლესობას აქვს, რაც მცენარეული წარმოშობის კალციუმით მდიდარი სიმინდის ტრადიციული გამოყენების შედეგია.


ქუდი და ცენტრალური გათბობა აშრობს ჰაერს, რაც ცუდად მოქმედებს თმაზე. ამიტომ თქვენს სუფრაზე მუდამ უნდა იყოს:


ძროხის ღვიძლი; მასში ბევრი რკინაა, ურომლისოდაც თმის ბოლოები შრება და იმტვრევა. ღვიძლის დიდხანს წვა არ ღირს ხანგრძლივი კულინარიული დამუშავებისას მხოლოდ გემოს კი არა, სასარგებლო თვისებებსაც კარგავს.


ნიგოზი შეიცავს ბევრ სპილენძს, რომელიც აუცილებელია თმის ელასტიურობის შესანარჩუნებლად, მაგრამ გახსოვდეთ, თუ ფიგურაზე ზრუნავთ, დღეში 30 გრამზე მეტი არ მიირთვათ.


მოკლედ, არ დაგავიწყდეთ სილამაზის ვიტამინები! დიახ, ეს წლის ნებისმიერ დროს უნდა გახსოვდეთ!


ბეტა-კაროტინის ყველაზე მდიდარი წყაროა სტაფილო. ეს ვიტამინი კანს ნაადრევი ნაოჭებისაგან იცავს და ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის სიჯანსაღეს, გვიცავს ტუჩებზე ნახეთქებისგან. ლიკოპენი მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც კანს დროზე ადრე დაბერებისა და ქარისგან გამოშრობის საშუალებას არ აძლევს. ყველაზე მეტი ლიკოპენი პომიდორშია, მაგრამ იმისთვის, რომ ორგანიზმმა სასარგებლო ნივთიერება აითვისოს, ჯობია, პომიდორი რძის მჟავე პროდუქტებთან ერთად მიირთვათ. ამიტომ თამამად შეაზავეთ სალათები არაჟანით, მაწვნით, ნაღებით, ან დაამატეთ ხაჭო, „ბრინზა" ან ყველი „ფეტა". E ვიტამინი ნაადრევი სიბერისგან კიდევ ერთი დამცავი და კანის ბუნებრივი დამატენიანებელია. საუკეთესო წყაროებია  მცენარეული ცხიმი, ზეთისხილი, ნიგოზი. თუთია შეუცვლელია ნებისმიერი პრობლემური კანის შემთხვევაში, შეიცავს ჭარხალი, მწვანე ხახვი, უხეშად დაფქული ხორბლის პური.


სილამაზე შესაძლებელია, ყავითაც შეინარჩუნოთ!


გამაცოცხლებელი ლოსიონის მარტივი რეცეპტი: მაგარი მოხარშული ყავა ჩაასხით ყინულის ფორმაში. ყავის ყინულის ნაჭრებით გაიწმინდეთ სახე დილა-საღამოს. ეს კარგი მატონიზირებელი და გამაცოცხლებელი საშუალებაა.


მატონიზირებელი ლოსიონი: ყოველდღე წყლით დაბანის ნაცვლად სახე და ყელი გაიწმინდეთ ახლადმოდუღებული მაგარი ყავის ნახარშში დასველებული ბამბის ტამპონით. ეს ლოსიონი კარგი მატონიზირებელია ძალიან უხდება დაბერებულ და მოშვებულ კანს. თანაც ასეთი ლოსიონით შავგვრემან იერსაც მიიღებთ.


ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი: 1 ს/კ ჭვავის ფქვილი გახსენით გაციებულ მოხარშულ მაგარ ყავაში ისე, რომ არაჟნის სისქის ნაზავი მიიღოთ, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


ანტიცელულიტური საშუალება: აიღეთ ოდნავ თბილი ყავის ნალექი, ხელის გულით ან ღრუბელით შეიზილეთ ცელულიტიან ადგილებში. შემდეგ შემოიხვიეთ ცელოფანი და გაიჩერეთ რამდენიმე წუთი. მეტი ეფექტის მისაღებად ბოლოს ჩაიტარეთ მასაჟორის პროცედურები. 15-20 წუთის შემდეგ მოიხსენით ცელოფანი და მიიღეთ შხაპი. დადებითი ეფექტისთვის, ამ სკრაბის მიღება სასურველია კვირაში ორჯერ.


სკრაბი და პილინგი: მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის აიღეთ 2 ს/კ არაჟანი და დაუმატეთ 1 ს/კ დაფქული ყავა. სკრაბი მზადაა. წაისვით სახეზე (გაიჩერეთ, ვიდრე სკრაბი არ გაშრება). ასეთი გაწმენდის შემდეგ სახე გლუვი გახდება.


თმის გამოსაცოცხლებლად: ყავა საღებავიცაა, მუქი ფერის თმისთვის ბრწყინვალების დასაბრუნებად 2 კვერცხის გული ათქვიფეთ 1 ს/კ რომთან და 2 ს/კ წყალთან ერთად. დაუმატეთ თითო ყავის კოვზი დაფქული ყავა და მცენარეული ზეთი. შეიზილეთ თმაში. გაიჩერეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ.


თმის ზრდის დასაჩქარებლად, 2 ს/კ მშრალი მდოგვის ფხვნილი გააზავეთ 2 ს/კ ცხელ წყალში. დაუმატეთ 1 კვერცხის ცილა, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 2 ჩ/კ შაქრის ფხვნილი. წაისვით თავის კანზე. შეიხვიეთ თავი ცელოფნით, ზემოდან დაიხურეთ თბილი ქუდი, ან შალი. გაიჩერეთ 15 წუთიდან 1 საათამდე; გააჩნია, რამდენ ხანს გაუძლებთ მდოგვის „კბენას". თუ „ცეცხლი წაგეკიდათ", მაშინ 15-20 წუთში ჩამოიბანეთ.


ყურადღება!


პირველ წასმაზე უსათუოდ გაიჩერეთ 15 წუთი მაინც, რაც უნდა იყოს, გაუძელით, ეს ზიანს არ მოგაყენებთ. შემდეგ, დრო თანდათან გაზარდეთ და ასე ახვალთ ერთ საათამდე.


ეს ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ, მაქსიმუმ, 2-ჯერ, ძალიან ცხიმიანი თმისთვის.



 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი