logo_geo
რატომ არ შეიძლება წყლის მეორედ ადუღება - დაიცავი თავი საფრთხისაგან!
- +

19 დეკემბერი. 2016. 01:25



ალბათ ხშირად გქონიათ სიტუაცია, როცა ქურაზე დადგით ჩაიდანი, მოამზადეთ ჭიქები, ჩაის ან ყავის დასალევად და რაღაც მიზეზის გამო მდუღარე წყალი ჭიქაში არ ჩაასხით: დაგიძახათ ბავშვმა, გაერთეთ საყვარელი სერიალით, დარეკა ტელეფონმა ან თუნდაც გადაიფიქრეთ დალევა. როდესაც სამზარეულოში დაბრუნდით, წყალი უკვე შეგრილებული დაგხვდათ და საჭირო გახდა მისი თავიდან გაცხელება. სწორედ აქ ვუშვებთ შეცდომას. რატომ? ადუღების შემდეგ წყალი იცვლის შემადგენლობას: როდესაც წყალი ერთხელ დუღდება, იქიდან მავნე ნივთიერებები ორთქლდება და მისი დალევა არ წარმოადგენს საფრთხეს ორგანიზმისთვის. როდესაც ხდება წყლის განმეორებითი გაცხელება-ადუღება, კვლავ იცვლება მისი შემადგენლობა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ხდება.


1. დარიშხანი

 

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ირწმუნება, რომ "დარიშხანის შემცველობა სასმელ წყალში დიდ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას". ორგანიზმში მისი თანდათანობითი დაგროვებით, ზიანდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, თირკმლის ფუნქცია, შეიძლება განვითარდეს დიაბეტი და სიმსივნეც კი.


2. ნიტრატები


ნიტრატები გვხვდება არა მარტო ნიადაგში, არამედ წყალსა და ჰაერშიც კი. როდესაც წყალი აღწევს მაღალ ტემპერატურებს (ანუ რამდენჯერმე), ნიტრატები გარდაიქმნება კანცეროგენულ ნიტროზამინებად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხის, სწორი ნაწლავის, შარდის ბუშტის, კუჭქვეშა ჯირკვლის და კუჭის სიმსივნეები.


3. ფტორი


ერთ-ერთ სამეცნიერო-სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული იყო კვლევის შედეგები. აღმოჩნდა, რომ ფტორიდის შემცველობა სასმელ წყალში იწვევს ბავშვებში IQ-ს დაქვეითებას.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი