logo_geo
იარაღი, ცრემლები და მოჩვენებები - ქვრივი ვინჩესტერის წყევლა
- +

28 დეკემბერი. 2017. 12:18

 

 

გასაკვირი არ არის, რომ მოჩვენებებიანი სახლები ტურისტული მარშრუტების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. მისტიკური ისტორიები, რომლებიც დაკავშირებულია ამა თუ იმ ღირსშესანიშნაობასთან, მას პოპულარობას მატებს.

ყოფილი მფლობელის სული, რომელიც ღამღამობით დაბორიალობს სასტუმროში, არ აშინებს სტუმრებს, არამედ აიძულებს მათ კიდევ ერთი-ორი ღამით დარჩენას.

ასეთი შენობები ნამდვილად არსებობს! 
უფრო მეტიც, ორი ასეთი სახლი ცნობილი მწერლის, სტივენ კინგის ნაწარმოებების შთაგონებაც გახდა. – „ნათება“ და „წითელი ვარდი“ – ეს ორი ნაწარმოები, რომლის გენიალური ეკრანიზაციაც ალბათ ყველას გინახავთ, რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული.

ვინჩესტერების მისტიკური სახლი რეალური ისტორიით



XIX 
საუკუნის 50-იან წლებში, ოლივერ ფიშერ ვინჩესტერმა, რომელიც წარსულში მამაკაცის ტანსაცმლის წარმატებული მწარმოებელი იყო, იარაღის შექმნა დაიწყო. მისი თოფები და სხვა იარაღები დიდი მოთხოვნით იყიდებოდა, რამაც შემქმნელს მსოფლიო აღიარება და მილიონები მოუტანა, ხოლო მის ოჯახს – წყევლა.


ყოველ შემთხვევაში, ასეთი ვერსია წამოაყენა მედიუმმა, რომელიც ვინჩესტერის ცოლმა ინახულა. მან ძალიან მოკლე დროში დაკარგა ქმარი, დედამთილი და ერთადერთი ქალიშვილი.



მედიუმმა სარას მეუღლის, ოლივერ ვინჩესტერის სული გამოიძახა, რომელმაც აუწყა, რომ მათ ოჯახს უბედურება მოჩვენებებმა დააწიეს, რომლებიც ვინჩესტერის ფირმის იარაღებით იქნენ მოკლულნი. ქალბატონი სარას ქმრის სულმა, მოჩვენებებისაგან თავის დასაღწევად, ცოლს ურჩია, რომ საცხოვრებლად სხვა შტატში გადასულიყო და აეშენებინა უზარმაზარი სახლი, რომელსაც ექნებოდა ძალიან ბევრი ოთახი. ეს იმისთვის, რომ მოჩვენებებს გზა აბნეოდათ და სახლის ლაბირინთებში დაკარგულიყვნენ.

"შენ იცოცხლებ მანამ, სანამ ჩაქუჩების ხმა არ შეწყდება!"



მშენებლობა არასოდეს არ უნდა დამთავრებულიყო, რადგან როგორც კი ჩაქუჩების ხმები შეწყდებოდა, სარა მაშინვე მოკვდებოდა.

მისის ვინჩესტერმა მედიუმის რჩევა შეასრულა. სახლი დაუსრულებლად შენდებოდა და იცვლებოდა. ერთიმეორის მიყოლებით ჩნდებოდნენ ჭერში მიმავალი კიბეები, კარები, რომლებიც არსად არ გადიოდა. გაურკვეველი დანიშნულების ტიხრები და ვიწრო და გველებივით დაკლაკნილი კორიდორები, სადაც გაჭირვებით თუ გადაადგილდებოდა ადამიანი. ზედა სართულის ზოგიერთი კარი პირდაპირ გარეთ იღებოდა. დაუკვირვებელი სტუმარი შეიძლება ეზოში გადავარდნილიყო. კედლებში საიდუმლო კარ-ფანჯრები იყო დატანილი, საიდანაც შესაძლებელი იყო შეუმჩნევლად თვალთვალი მეზობელ ოთახებში.







ყველა კიბე, ერთის გარდა, 13 საფეხურისაგან შედგებოდა. დიდ ოთახებში 13 ფანჯარა იყო. ყოველ ღამე, სახლში გონგის ხმა ისმოდა და ქალბატონი სარა „განსაკუთრებული ოთახისაკენ“ მიემართებოდა. მას ღრმად სწამდა, რომ მის სახლში მოჩვენებები ბინადრობდნენ. მათი მსხვერპლი რომ არ გამხდარიყო, სარა ყოველ ღამე იცვლიდა საძინებელ ოთახს.






სარა ვინჩესტერი 1922 წლის სექტემბერში, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას მთელი ქონება მშენებლობაში ჰქონდა დახარჯული. ანდერძი, რომელიც დაწერა, 13 ნაწილად დაჰყო და 13-ჯერ გადაწერა. ავეჯი მის ნათესავს, მარიანს ერგო, ხოლო სახლის შესახებ ანდერძში არც ერთი სიტყვა არ იყო ნახსენები.







ამჟამად ვინჩესტერების მისტიკურ სახლში 150 ოთახია. თუ ჯერ არ გინახავთ სტივენ კინგის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი „წითელი ვარდი“, აუცილებლად ნახეთ!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი