logo_geo
ქვეყნები, სადაც 2018 წელი ჯერ არ დამდგარა
- +

1 იანვარი. 2018. 19:15



რომელი წელია ახლა? რომელი წელი იქნება შემდეგი? ამ, ერთი შეხედვით, მარტივ კითხვაზე სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული პასუხი აქვთ. კერძოდ:


ტაილანდი - 2561 წელი


ტაილანდში მომავალ წელს 2561 წელი დადგება. ოფიციალურად ტაილანდი ბუდისტური მთვარის კალენდრის მიხედვით ცხოვრობს, სადაც ათვლა ბუდას მიერ ნირვანის მიღწევიდან იღებს სათავეს.


ბუდისტური კალენდრის მიხედვით ცხოვრობენ შრი-ლანკაზე, კამბოჯაში, ლაოსსა და მიანმარშიც.


ეთიოპია - 2011 წელი


ეთიოპური კალენდარი გრიოგორიანულ კალენდარს დაახლოებით 8 წლით ჩამორჩება. ის 13 თვისგან შედგება. წელიწადში თორმეტი 30-დღიანი და ერთი 5-6-დღიანი თვეა. ეთიოპური კალენდარი ძველ ალექსანდრიულ კალენდარს ეფუძნება.

 

ისრაელი - 5778 წელი


ებრაული კალენდარი ისრაელში ოფიციალურად გრიგორიანულთან ერთად გამოიყენება. ამ კალენდრის მიხედვით, ყოველი ახალი თვე ახალ მთვარესთან ერთად იწყება.


ებრაული კალენდარი ყველაზე პირველი ახალი მთვარიდან იწყება, რომელის ძვ. წ. 3761 წლის 7 ოქტომბერს, ორშაბათს დადგა.

 

პაკისტანი - 1439 წელი


ზოგიერთ ისლამურ ქვეყნებში ისლამური კალენდარი რელიგიური დღესასწაულების თარიღების დასადგენად და ოფიციალური კალენდრის სახითაც გამოიყენება. წლების ათვლა წინასწარმეტყველ მუჰამედის და პირველი მუსლიმების მექადან მედინაში გადასახლების - თარიღიდან იწყება (ახ.წ. 622 წელი).


ისლამური კალენდრის წლის ხანგრძლივობა მზის წელიწადზე 10-11 დღით ნაკლებია და თვეები სეზონებთან მიმართებაში "მოძრაობს". ზაფხულის თვეები გარკვეული პერიოდულობით ზამთრის გახდება და პირიქით.


ირანი - 1396 წელი

 

ირანული კალენდარი, ე.წ. მზის ჰიჯრა ავღანეთსა და ირანში მოქმედი ოფიციალური კალენდარია. ეს ასტრონომიული მზის კალენდარი ომარ ხაიამის მონაწილეობით არის შექმნილი.


წლების ათვლა ირანულ კალენდარში, ისევე როგორც ისლამურში, „ხიჯრადან" - მუჰამედის მედინაში გადასახლებიდან იწყება, მაგრამ ის მზის წელიწადზეა დაფუძნებული. ირანული კალენდრის კვირა შაბათს იწყება და პარასკევს მთავრდება.


ინდოეთი - 1939 წელი


ინდოეთის ერთიანული ეროვნული კალენდარი შედარებით ახალგაზრდაა, ის 1957 წელს შეიქმნა. მას საფუძვლად უდევს საკების ერა - ინდოეთსა და კამბოჯაში გავრცელებული წელთაღრიცხვის უძველესი სისტემა.


ინდოეთში არსებობს სხვა კალენდრებიც, რომლებსაც სხვადასხვა ხალხები და ტომები იყენებენ. ერთნი ათვლის წერტილად კრიშნას გარდაცვალებას იღებენ (ძვ. წ. 3102 წელი), მეორენი - 57 წელს ქვეყნის სათავეში ვიკრამის მოსვლას, მესამენი კი გაუტამა ბუდას გარდაცვალების თარიღს (ძვ. წ. 543 წელი).


იაპონია - 30 წელი


იაპონიაში მოქმედებს როგორც ქრისტეს შობიდან წელთაღრიცხვის სისტემა, ასევე ტრადიციული, რომელიც იაპონიის იმპერატორთა მმართველობის წლებზეა დაფუძნებული. თითოეული იმპერატორი საკუთარი მმართველობის ეპოქას ასათაურებს.


1989 წლიდან იაპონიაში „მშვიდობისა და სიმშვიდის ეპოქაა", ქვეყანას კი იმპერატორი აკიჰიტო მართავს. წინა ეპოქა - „განათლებული სამყარო" 64 წელს გაგრძელდა. ოფიციალური დოკუმენტების უმრავლესობაში თარიღებს ორივე კალენდრის მიხედვით უთითებენ.


ჩინეთი - 4716 წელი

 

ჩინური კალენდარი კამბოჯაში, მონღოლეთში, ვიეტნამში და სხვა აზიურ ქვეყნებში გამოიყენება. წელთაღრიცხვა ძვ.წ. 2637 წელს იმპერატორ ჰუან-დის ხელისუფლებაში მოსვლიდან იწყება.


კალენდარი იუპიტერის ასტრონომიულ ციკლებს ეფუძნება. 60 წლის განმავლობაში იუპიტერი ხუთჯერ არტყამს წრეს მზის გარშემო - ეს ჩინური კალენდრის 5 ელემენტია. მზის გარშემო იუპიტერის ერთი წრე 12 წელი გრძელდება - ამ წლებს სხვადასხვა ცხოველის სახელები მიენიჭა. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით 2018 წელს ძაღლის წელი დადგება.


ჩრდილოეთ კორეა - 107 წელი


მარქსიზმის ჩრდილოკორეული ვერსიის - ჩუჩხეს კალენდარი კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1997 წლის 8 ივლისიდან, გრიგორიანულ კალენდართან პარალელურად გამოიყენება. ათვლის წერტილი 1912 წელია - ჩრდილოკორეული სახელმწიფოს, კორეის მარადიული პრეზიდენტის, კიმ ირ სენის დაბადების წელი.


თარიღების მითითებისას ჩრდილოეთ კორეაში ორივე წელთაღრიცხვა გამოიყენება.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი