logo_geo
ავადმყოფობის 13 მინიშნება, რომელიც სახეზე გაწერიათ
- +

9 იანვარი. 2018. 23:30



ზოგჯერ სახეზე უმნიშვნელო ცვლილებას ყურადღებას არ ვაქცევთ, ის კი შეიძლება სერიოზული საფრთხის მიმანიშნებელი იყოს.

 

1. ტომარა და შავი რგოლები თვალების ქვეშ


ყველაზე გავრცელებული მიზეზია: უძილობა, სიგარეტის მოწევა, ჰორმონალური ცვლილებები, ალერგია, გადამეტებული ალკოჰოლი, ყავა და მარილიანი საკვები.


დროებითი საშველი იქნება ცივი კომპრესი და კარგი კონსილერი. თუმცა, მკურნალობა აუცილებელია.


2. ლაქები ან მუწუკები შუბლზე


თუ მათი გაჩენის მიზეზია ოფლი (წინამოსგან) ან მაკიაჟით დაძინება, მაშინ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, მაგრამ ცვლილებების მიზეზი შეიძლება იყოს ცხიმიანი საკვები, ფასტ ფუდი, არაჯანსაღი საკვები. გაიუმჯობესეთ კვება და შუბლი დაგეწმინდებათ.


3. წითელი ცხვირი


ფერის ცვლილებაზე მოქმედებს: ალერგია, სტრესი, გაციება. თუ ცხვირი მუდმივად წითელი გაქვთ, გაესინჯეთ ექიმს.


4. ყვითელი ფერის კანი და თვალები


თუ ორგანიზმი გადატვირთეთ მავნე ნივთიერებებითა და საკვებით, ექიმს მიაკითხეთ. გამოიკვლიეთ ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, კუჭქვეშა ჯირკვალი. აგრეთვე, ჩააბარეთ ანალიზი ვირუსულ ინფექციებზე.


5. ხალებისა და ლაქების გაჩენა


ხშირ შემთხვევაში საგანგაშო არაფერია, მაგრამ თუ მათ რამდენიმე კვირის განმავლობაში იცვალეს ფერი და ზომა, უკვე გამოსაკვლევია.

 

6. პეპელას ფორმის გამონაყარი სახეზე


ასეთი გამონაყარი ძირითადად არასწორად შერჩეული კოსმეტიკის ბრალია. ან შეიძლება იყოს ალერგიის, კლიმატის შეცვლის, გადაჭარბებული ტკბილის ჭამის მიზეზი.

თუ ასეთ გამონაყარს თან ახლავს ციებ-ცხელება, სისუსტე, სიცივისგან გალურჯებული თითები, სასწრაფოდ გაესინჯეთ ექიმს.


7. კანის აქერცვლა ცხვირისა და პირის გარშემო


ამის მიზეზი შეიძლება იყოს: ა, ცე, ე და ბე ვიტამინის ნაკლებობა. თუ ამ სიმპტომს ახლავს თმის ცვენა, ფრჩხილების აქერცვლა და საერთო სისუსტე, ჩაიტარეთ ანალიზი, რათა გაიგოთ, რომელი ვიტამინი აკლია თქვენს ორგანიზმს.


8. გაცივება ცხვირ-პირის ზონაში


ჰერპესის პირველი ტიპის ვირუსზე მიუთითებს. თუ ერთხელ შეიძინეთ, მას ვეღარ მოიშორებთ. გამოვლინდება სტრესის, ავადმყოფობისა და გადატვირთვის შემთხვევაში.

 

9. დამსკდარი ტუჩები


მზეზე გამოშრობის ან ზამთარში გაყინვის შედეგია, მაგრამ შეიძლება ორგანიზმის რეაქცია იყოს ზოგიერთ მედიკამენტზე.

ნუ დაივიწყებთ ტუჩის ბალზამს.

 

10. თმის ამოსვლა სახეზე


საკვერცხეების მუშაობის დარღვევაზე მიუთითებს. მიაკითხეთ გინეკოლოგს, რათა გამოირიცხოს სხვა მიზეზები და არ გართულდეს დაფეხმძიმება.

 

11. ჰიპერპიგმენტაცია სახეზე


მელაზმას მიზეზი შეიძლება იყოს ხანგრძლივი ყოფნა მზეზე. ფეხმძიმობისასაც ჩნდება, მაგრამ თავისით ქრება. მაგრამ თუ არც ერთი მიზეზი არ გქონდათ, ექიმს მიაკითხეთ.

 

12. წარბების ცვენა


ფარისებრი ჯირკვლის პრობლემაზე მიუთითებს. როგორც წესი, 50 წლის შემდეგ ჩნდება.

თუ ახლავს თანმდევი სიმპტომები: დაღლილობა, კანის სიმშრალე, წონაში მატება, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს და ჩააბარეთ სისხლის ანალიზი.


13. გამონაყარი ნიკაპზე


ნიკაპი ჰორმონებთანაა კავშირში. ამიტომ უმნიშვნელო ცვლილებაც კი ნიკაპზე აისახება. გამონაყარის მიზეზი შეიძლება გახდეს უძილობა და ცხიმიანი საკვები.


გაამდიდრეთ რაციონი ბოსტნეულით, ხილით, მარცვლეულითა და თევზით. ყურადღება მიაქციეთ უმნიშვნელო ცვლილებასაც კი და ჩაიტარეთ გამოკვლევა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი