logo_geo
5 კილოგრამი ერთ კვირაში - ამ დიეტის შემდეგ გასუქება არ გემუქრებათ!
- +

9 იანვარი. 2018. 23:56



ამ დიეტას შეუძლია სწრაფად დაგიბრუნოთ სასურველი წონა. ის დადებითად მოქმედებს მეტაბოლურ პროცესებეზე, თუმცა მისი ხანგრძლივი დროით გამოყენება რეკომენდებული არ არის.


დიეტის ძირითადი ინგრედიენტი გახლავთ კვერცხი. ის უზრუნველყოფს ცილებისა და საკვები ნივთიერებების საჭირო რაოდენობას.


პირველი დღე

 

საუზმე: ერთი ჭიქა უცხიმო რძე, 2 მოხარშული კვერცხი, 2 ფორთოხალი.

სადილი: 170 გრამი მოხარშული კანგაცლილი ქათმის ხორცი და ერთი ჭიქა იოგურტი.

ვახშამი: 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, 140 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი.


მეორე დღე

 

საუზმე: ერთ ჭიქა თბილ წყალში გაზავებული

ერთი ლიმონის წვენი, 2 მოხარშული კვერცხი.

სადილი: 1 გრეიპფრუტი, 140 გრამი მოხარშული თევზი.

ვახშამი: 3 მოხარშული კვერცხი.

 

მესამე დღე

 

საუზმე: ერთ ჭიქა თბილ წყალში გაზავებული ერთი ლიმონის წვენი, 2 მოხარშული კვერცხი.

სადილი: 1 გრეიპფრუტი, 170 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი.

ვახშამი: 3 მოხარშული კვერცხი.

 

მეოთხე დღე

 

საუზმე: ხახვში მოშუშული 3 კვერცხი, მოაყარეთ კამა და ოხრახუში.

სადილი: 140 გრამი მოხარშული ქათმის ხორცისგან მომზადებული სალათა.

ვახშამი: 2 ფორთოხალი, ერთი მოხარშული კვერცხი.


მეხუთე დღე

 

საუზმე: 1 სადილის კოვზი არაჟანი, 2 მოხარშული კვერცხი, 2 სტაფილო.

სადილი: ერთი ჭიქა ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი, 2 სტაფილო.

ვახშამი: 1 მოხარშული კვერცხი, 100 გრამი მოხარშული თევზი.

 

მეექვსე დღე

 

საუზმე: ერთი ჭიქა ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი, 150 გრამი იოგურტი.

სადილი: 2 გრეიპრუტი, 2 მოხარშული კვერცხი.

ვახშამი: ერთი ჭიქა წყალი.

 

მეშვიდე დღე

 

საუზმე: ნახევარი გრეიპფრუტი, 2 კვერცხი.

სადილი: 1 ფორთოხალი, 170 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი.

ვახშამი: 1 ჭიქა წყალი.


დიეტის განმავლობაში დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი.

როგორც კი ერთკვირიან დიეტას დაასრულებთ, შეგიძლიათ ნორმალურ კვების რეჟიმს დაუბრუნდეთ. რა თქმა უნდა, თავი უნდა გააკონტროლოთ და ზომიერად იკვებოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ მიღწეული შედეგის შენარჩუნებას და თავს დაიზღვევთ დიეტის შემდეგ გასუქებისგან.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი