logo_geo
დაამარცხეთ ყურის ტკივილი ერთ წუთში - ეს საშუალება ყველა სამზარეულოშია!
- +

11 იანვარი. 2018. 03:13



აუტანელ ყურის ტკივილს სწრაფად გაგიყუჩებთ სამზარეულოში არსებული ინგრედიენტებით, ეს ძალიან მარტივია.

 

ყურის გოგირდი - მოყვითალო ნივთიერება, რომელიც ყურის არხში გამომუშავდება, იცავს ყურს მტვრის, ჭუჭყისა და ბაქტერიებისგან. მიუხედავად ამისა, ბევრს ის უსარგებლოდ მიაჩნია და რეგულარულად ცდილობენ მისგან ყურების გასუფთავებას.


ამისთვის ხშირად ყურის ჩხირებს იყენებენ, რაც ხშირად ამძიმებს მდგომარეობას იმ გარემოებით, რომ ზედმეტი გოგირდი კი არ გამოაქვს, არამედ, პირიქით, მტვრითა და ბაქტერიებით გაჯერებულ ამ ნივთიერებას შიგნით, ყურის არხისკენ უბიძგებს.


დროთა განმავლობაში შეიძლება ამან გამოიწვიოს თავისა და ყურის ტკივილები, თავბრუსხვევა, სმენასთან დაკავშირებული პრობლემები.


ზედმეტი გოგირდის მოსაშორებლად ძალიან მარტივი გზა არსებობს და მისი გამოყენება შინაურ პირობებში თავად შეგიძლიათ. დაგჭირდებათ მხოლოდ ცოტაოდენი ვაშლის ძმარი.


ამ საშუალების მოსამზადებლად ერთმანეთში აურიეთ თითო წილი ვაშლის ძმარი და სპირტი. აიღეთ ერთი ჩაის კოვზი, 5 მილილიტრი, ნაზავი და ჩაიწვეთეთ ყურში.


ცხადია, სითხის ჩაწვეთებისას თავი გადახრილი უნდა გქონდეთ, როცა თავს გაასწორებთ, ყურიდან გოგირდი თავად გადმოიღვრება.


პროცედურა დღეში ორჯერ გაიმეორეთ. ეს გაგათავისუფლებთ ყურში დაგროვილი წყლისა და ყურის გოგირდისგან. ასევე, საუკეთესო საშუალებაა ყურის ინფექციის სამკურნალოდ. ყურებიც სუფთა გექნებათ და ტკივილიც აღარ შეგაწუხებთ.


ვაშლის ძმარი (შეგიძლიათ ნატურალური თეთრი ღვინის ძმარიც გამოიყენოთ) ძლიერი ანტიბიოტიკი და ანტიმიკრობული საშუალებაა და ეფექტურად ებრძვის ინფექციებს.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი