logo_geo
რა პროგნოზებს აკეთებენ წინასწარმეტყველები 2018 წლის შესახებ?
- +

11 იანვარი. 2018. 12:59



2018 წლის შესახებ ავტორიტეტული წინასწარმეტყველები „წარსულიდან" დამაიმედებელ ინფორმაციას გვაწვდიან. ვანგას გათვლით, მომავალი ახალი წელი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე გასული წელი. ეკოლოგიისა და კატაკლიზმების თვალსაზრისით, არცთუ დამაიმედებელი პროგნოზი აქვს, თუმცა ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას ნაკლებად დააზარალებს (მაქსიმალური ყინვა და გვალვა. წყალდიდობები და ვულკანის ამოფრქვევა). კატაკლიზმების მიზეზად ვანგა ადამიანის მიერ აგრესიულ ტექნოგენურ საქმიანობას ასახელებს. სამედიცინო სფეროში-დიდი მიღწევებს პროგნოზირებს. კერძოდ, ეს იქნება სინთეზური, ცხოველური ჰორმონებისაგან მიღებული პრეპარატი, რომელიც აღადგენს ძალებს, იმუნიტეტს და კანის ქსოვილს. ვანგა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ყველაზე პრობლემური 2018-წელს იქნება ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ფსიქიური მდგომარეობა. 2018-წელს, მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე ჩრდილიდან გამოვა ჩინეთი.


სერიოზული პრობლემა შიმშილი გახდება, რომელიც აფრიკის კონტინენტზე დაისადგურებს. გარდა ამისა, ნათელმხილველი უამრავ ვირუსულ დაავადებაზე საუბრობს, რომელიც ბუნებას ჯერ არ უნახავს.


ნოსტრადამუსის 2015-2025 წლები - ისლამური და ქრისტიანული კულტურების დაპირისპირება გამწვავდება. ახალი მსოფლიო ომი თავიდან იქნება აცილებული ჩინეთის სამშვიდობო შუამავლობის წყალობით.


2018-2024 წლები - ჩინეთი იკავებს მსოფლიო ეკონომიკური ლიდერის პოზიციას. ბევრი განვითარებადი ქვეყანა დიდი ქვეყნების ეკონომიკურ შანტაჟისტად იქცევა.


2020 წელი - გაეროს შტაბ-ბინა გადავა ჟენევაში და ამ დროს იწყება ანტიქრისტეს აქტიური მოქმედება მასმედიასა და საინფორმაციო სფეროში. თუმცა, ნოსტრადამუსის თარიღები, ანტიქრისტესთან დაკავშირებით, ბიბლიურ თარიღებს არ ემთხვევა, რაც კიდევ ერთი თავსატეხია. მოსალოდნელია, მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების დაახლოება. შესაძლოა, ამას საფუძველი უკრაინაში ჩაეყაროს... მეცნიერები მზის ენერგიის აკუმულირების ახალ ტექნოლოგიას შეიმუშავებენ. საერთო ჯამში, მზის ბატარეების მიერ წარმოებული ენერგია ნავთობისა და გაზის წვით მიღებულ ენერგიაზე იაფი გახდება.


2018 წელს გამომთვლელი მანქანის მეხსიერება ადამიანის ტვინის მეხსიერებას შეედრება. კლავიატურა მოკვდება. უნივერსალური პროგრამები ადამიანის გონებაში წარმოთქმულ ფრაზებს გამოითვლიან, ხმას ამოიცნობენ და მის სინთეზირებას მოახდენენ, რაც ადამიანს კომპიუტერთან დიალოგის საშუალებას მისცემს. 3D-გამოსახულება თვალის ბადურაზე პროეცირდება, მობილურ ტელეფონებს ტანსაცმელში ჩააკერებენ. ხმის ტრანსლირება პირდაპირ ადამიანის ყურის მემბრანაზე მოხდება. სმენადაკარგული ადამიანი სპეციალურ სათვალეს მოიხმარს, რომლითაც გარშემო მყოფთა მეტყველება გაიშიფრება.


ედგარ კეისი, `მძინარე წინასწარმეტყველის" სახელითაა ცნობილი, იწინასწარმეტყველა ორივე მსოფლიო ომი. ზუსტად დაასახელა ამ ომების დაწყებისა და დამთავრების თარიღები. წინასწარ განსაზღვრა 1929 წლის ეკონომიკური კრიზისი. პირველმა მან გაახმოვანა, რომ მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმი დამარცხდებოდა და სსრკ გაიმარჯვებდა.


,,მეოცე საუკუნე დამთავრებული არ იქნება, დადგება კომუნიზმის კრახი, კომუნისტები ძალაუფლებას დაკარგავენ", - აღნიშნავდა გარდაცვალებიდან ცოტა ხნით ადრე ედგარ კეისი. მანვე იწინასწარმეტყველა, რომ კომუნიზმისგან გათავისუფლებულ რუსეთს დიდი კრიზისი ელოდა, მაგრამ ღირსეულად გამოვიდოდა ამ კრიზისიდან. კეისი წინასწარმეტყველებდა, რომ რუსეთიდან წამოვიდოდა გადარჩენის იმედი მსოფლიოსთვის და არა ბოლშევიკური რუსეთიდან, არა კომუნისტური, არამედ თავისუფალი რუსეთიდან. კეისი ჩინეთზეც წინასწარმეტყველებს. დადგება დრო, ჩინეთი ქრისტიანობის აკვანი გახდებაო.


კეისის პროგნოზის თანახმად, კლიმატური და სეისმოლოგიური კატაკლიზმები მთელ პლანეტას მოიცავს, რის გამოც შეიცვლება იგი. კეისის ყველა წინასწარმეტყველება ტრაგიკულად მთავრდება, ამერიკელი წინასწარმეტყველი აღნიშნავს, რომ რუსეთი გახდება სამყაროს გადამრჩენელი, განსაკუთრებით აღმავლობა დაიწყება აღმოსავლეთ ციმბირიდან. ამ შემთხვევაში კეისის წინასწარმეტყველება ვანგას სიტყვებს ჰგავს, 1979 წელს ვანგა ამბობდა, რუსეთი ჩაიბარებს პლანეტის ბედ-იღბალსო.


განსაკუთრებული ხაზგასმით ამერიკელი წინასწარმეტყველი ნიუ-იორკის დაცემაზე მიანიშნებდა. ჯერ ის დაინგრევა, მერე მოჰყვება სხვა დიდი ქალაქებიცო, - წერდა. 2018-წელს კეისის გათვლით საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე რუსეთი წამყვან როლს „მოირგებს". ევროპის ტერიტორიაზე ახალ იარაღს გამოცდიან, რაც საშინელი შედეგით დასრულდება და ევროპიდან მოსახლეობის ემიგრაციას გამოიწვევს.


რაც შეეხება კატაკლიზმებს, მომავალ წელს, კეისის გათვლით, წყალდიდობა, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, გვალვა, არც ერთ კონტინენტს არ დატოვებს „უყურადღებოდ". გამონაკლისი მხოლოდ ერთი მონაკვეთი, დასავლეთ ციმბირი იქნება.


თანამედროვე წინასწარმეტყველის ვერა ლიონის პროგნოზით, 2018 წელს მსოფლიო ეკონომიკა არასტაბილური იქნება. სამაგიეროდ, დოლარი გახდება პრიორიტეტული. ეკონომიკური თვალსაზრისით დაზარალდებიან „მყარ ნიადაგზე მდგომი", ქვეყნები. სადაც უმუშევართა რიცხვი კატასტროფულ ზღვარს მიაღწევს და ქვეყანაში უმართავ პროცესებს გამოიწვევს. რუსეთის შესახებ ლიონი წერს, რომ მკვეთრად გაუმჯობესდება ეკონომიკური სიტუაცია. ლიონს, იმედისმომცემი პროგნოზი აქვს სირიის შესახებ. მისი თქმით, სირიაში სიტუაცია დასტაბილურდება. დაიწყება ინფრასტუქურის აღდგენა. საცხოვრებელი სახლების შენება. ისლამისტები შეეცდებიან რევანშის აღებას, მაგრამ გაჟონავს ისეთი რეზონანსული ინფორმაცია, რომელიც აიძულებს მსოფლიო საზოგადოებას სხვა თვალით შეხედონ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს. დიდი შანსია დასახელდნენ „ფარული" ორგანიზატორები, რომლებიც ბოლო ათწლეულში მართავდნენ სისხლიან პროცესებს. ლიონი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს მასიურად მოხდება ღირებულებების გადაფასება და ადამიანების დიდი უმრავლესობა ჭეშმარიტ ღირებულებებზე შეაჩერებს არჩევანს. მას არცთუ სასიამოვნო პროგნოზი აქვს უკრაინასთან დაკავშირებით. ლიონის თქმით, 2018 წელს დონბასში ომი გაგრძელდება, „ნოვორასიის" მსურველები მკვეთრად გაიზრდებიან. ხოლო დასავლეთის „შავი ზრახვები" ყველასთვის ნათელი გახდება. ნატოს ჯარი დონბასში ფეხს ვერ მოიკიდებს. 2018-წელს პლანეტა დედამიწა ეკოლოგიის მიმართ უდიერად მოპყრობის საპირწონედ დიდ სიურპრიზს - საუკუნის კატაკლიზმს გვიგზავნის - დაზარალდებიან ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე და იაპონიაში. გააქტიურდება ვულკანი „იელლოუსტონი". 2018 წელს ევროკავშირის „უფროს" და „ახალ" წევრებს შორის განხეთქილებაა მოსალოდნელი. ამ შემთხვევაში წონასწორობის ღერძი ფრანკო-გერმანულიდან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისკენ გადაიხრება. ამის გამო, მომავალი წლის ბოლოს ევროს კურსი აშშ დოლართან მიმართებაში შეიძლება მნიშვნელოვნად შესუსტდეს. მსოფლიოში აშშ-ის გავლენა შემცირდება და ნავთობის ბირჟებზე ფიუჩერსები იუანებში გაიყიდება. სხვა პროგნოზებთან ერთად, ბიტკონის კურსიც განიხილება. 2018 წლის ბოლომდე პოპულარული კრიპტოვალუტის კურსის 60 ათას დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს. მაგრამ, სულ მალე „ბიტკოინს", როგორც ფენომენს, ფეხქვეშ მიწას გამოაცლიან - რუსეთი და ჩინეთი გადიან თამაშიდან და თავიანთ ტერიტორიებზე კრიპტოვალუტით ვაჭრობასაც აკრძალავენ. შესაბამისად, 2019 წლისთვის ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცემა...


2018 წელი ნეგატიური იქნება და უფრო მეტი მუშაობა მოუწევთ თავიანთ თავზე ქალბატონებს, რომელთა დაბადების თარიღია 2 იანვარი, 15 თებერვალი, 9 და 31 მარტი, 22 აპრილი და 14 მაისი, 19 ივლისი და 10 აგვისტო, 1 და 23 სექტემბერი, 15 ოქტომბერი, 6 და 28 ნოემბერი, 20 დეკემბერი...ადამიანები, რომლებსაც შესწევთ უნარი მიზნის მისაღწევად ძალა და ენერგია არ დაზოგონ - გაუმართლებთ. ხოლო ზარმაცებს ფორტუნა აუცილებლად მიატოვებს!

 

ქეთევან ზარნაძე

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი