logo_geo
"მინდა ადამიანებმა შეწყვიტონ პატარა და უმნიშვნელო რაღაცეებზე დარდი"
- +

16 იანვარი. 2018. 12:00



27 წლის ჰოლი ბაჩერმა გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ფეისბუქზე ემოციური წერილი გამოაქვეყნა. ის 27 წლის ასაკში სარკომით გარდაიცვალა.


"მცირე ცხოვრებისეული რჩევა ჰოლისგან:


ძალიან უცნაურია, რომ ასეთი ახალგაზრდა, 26 წლის ასაკში აანალიზებ რომ შენი მოახლოებული სიკვდილი ეს ერთ-ერთი რამაა, რასაც ყოველთვის აიგნორებდი. დღეები ერთი მეორის მოყოლებით მოდის და ფიქრობ, რომ ჩვეულებრივი ამბავია, სანამ რაიმე დაუგეგმავი არ მოხდება. ყოველთვის წარმომედგინა ჩემი თავი ასაკიანი, ნაოჭიანი, ჭაღარა, ოჯახით და ბევრი ბავშვით გარშემორტყმული. ეს ყველაფერი იმდენად მინდა, რომ გულს მტკენს. სწორედ, ეს არის ცხოვრების აზრი - ის ფაქიზია, ძვირფასი და მოულოდნელი.


ახლა 27 წლის ვარ და წასვლა არ მინდა. მიყვარს ცხოვრება, ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის.


ეს არ არის გამოსათხოვარი წერილი, მე უბრალოდ მინდა ადამიანებმა შეწყვიტონ პატარა და უმნიშვნელო რაღაცებზე დარდი. მინდა ადამიანებს ახსოვდეთ, რომ ჩვენ ბოლოს ყველას ერთი რამ მოგველის, ამიტომ გაატარეთ დრო ღირსეულად და კარგად.


ბევრს ვწერ, ხშირად ღამით, რადგან ამ დროს ყველაზე მეტი ფიქრი მომდის თავში. ნუ იდარდებთ უცნაურ რაღაცებზე, გახსოვდეთ რომ ადამიანები ძალიან სერიოზულ პრობლემებს ებრძვიან. ამიტომ ყოველთვის იყავი მადლობელი, რომ მხოლოდ პატარა პრობლემები გაწუხებს და ეცადე რომ არასდროს იდარდო მათზე.


როდესაც მოახერხებ დაივიწყო შენი პატარა პრობლემები, გადი გარეთ, ღრმად ჩაისუნთქე სუფთა ჰაერი და შეხედე როგორი ლურჯია ცა, როგორი მწვანეა ხეები. ეს ძალიან ლამაზია. გაიაზრე, რამდენად ბედნიერი ხარ, რომ სუნთქვა შეგიძლია.


შეიძლება დღეს საცობში გაიჭედე ან შენმა ლამაზმა შვილებმა დაძინების საშუალება არ მოგცეს, შეიძლება თმა შეგჭრეს ცუდად, ან შენი ცელულიტები ცუდ ხასიათზე გაყენებს - დაივიწყე ეს პრობლემები.


ვოცნებობ, რომ შემეძლოს კიდევ ერთხელ შევხვდე ჩემს დაბადების დღეს ან ახალ წელს ოჯახთან ერთად, მქონდეს თუნდაც ერთი დღე, რომ ის ჩემს პარტნიორთან და ძაღლთან ერთად გავატარო. მხოლოდ ერთი.


ხშირად მესმის, რომ ადამიანები წუწუნებენ იმაზე თუ რა საშინელი სამსახური აქვთ, ან როგორ უჭირთ ვარჯიში - იყავით მადლობლები რომ ეს შეგიძლიათ. მუშაობა და ვარჯიში შეიძლება ძალიან უბრალოდ მოგეჩვენოთ, მხოლოდ იქამდე, სანამ ეს თქვენს სხეულს შეუძლია.


შეწყვიტე ფულის მატერიალურ საგნებში ხარჯვა. გაეცით ფული, ეს უფრო დიდ სიხარულს მოგგვრით, ვიდრე თქვენი თავისთვის გაკეთებული რაღაცები. ვისურვებდი, რომ მეც ბევრჯერ გამეხარებინა ხალხი.


და ბოლოს, თუ შეგიძლია კეთილი საქმის კეთება ხალხისთვის (მათ შორის ჩემთვის) გააკეთე, ჩააბარე სისხლი რეგულარულად, ის შენ უკეთ გაგხდის, რადგან გეცოდინება, რომ ვინმეს გადარჩენა შეგიძლია. მე სისხლის დონაციამ საშუალება მომცა, რომ კიდევ ერთი წელი მეცოცხლა. წელი, რომელმაც გამაბედნიერებდა, რადგან საშუალება მომცა ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გამეტარებინა. ეს დრო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მომენტებით დახუნძლული აღმოჩნდა.


სანამ ისევ შევხვდებით, ჰოლი."











 

big_banner
არქივი