logo_geo
მას ერთხელაც არ წამოცდენია, გალაკტიონი ლოთიაო
- +

17 იანვარი. 2018. 11:12



მას ერთხელაც არ წამოცდენია, გალაკტიონი ლოთიაო. ჰოდა, როცა მწერალთა კავშირში გალაკტიონი გააფრთხილეს, თუ სმას თავს არ დაანებებ, კავშირიდან გაგრიცხავთო, ის წამოდგა და თქვა: "დავუშვათ გალაკტიონი გავრიცხეთ, მერე რას ვშვებით?"

ვიღაცამ დაიძახა: უმაგისოდაც იარსებებს მწერალთა კავშირი. გოგლას გასცინებია: "მაშინ ამ კავშირს სახელი გადავარქვათ - „ფხიზელ და არამსმელთა კავშირი". გალაკტიონი კი იქნება ამ კავშირის წევრი თუ არა, ის მუდამ გალაკტიონად დარჩება. იმათ იკითხონ, ათტომეული რომ აქვთ გამოცემული და მისი ერთი ლექსის საღირალი ჯერაც არაფერი დაუწერიათო".

არა მხოლოდ ამ სიტყვების გამო უყვარდა გალაკტიონს გოგლა ლეონიძე, ისინი სულიერი მეგობრები იყვნენ.


 

big_banner
არქივი