logo_geo
დაფნა ბედნიერების, წარმატებისა და გამარჯვების მომტანია
- +

17 იანვარი. 2018. 22:46



ძველი ბერძნები და რომაელები დაფნას მაგიურ საშუალებად მიიჩნევდნენ, რიტუალებისას იყენებდნენ და სჯეროდათ, რომ დაფნა ბედნიერების, წარმატებისა და გამარჯვების მომტანია.


სცადეთ და თქვენც გაიხადეთ წარმატება თქვენი ცხოვრების მეგზურად:


- დაწერეთ სურვილი დაფნის ფოთოლზე და დაწვით - თქვენი ყველა ჩანაფიქრი დროთა განმავლობაში ახდება.


- ოთახში, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებთ, ყოველ კუთხეში მოათავსეთ თითო ფოთოლი დაფნა - დაფნა ყველა დაავადებას უკუაგდებს.


- დაფნის თან ტარება აგაშორებთ უსიამოვნებებს.


- თუ ძილის წინ ბალიშის ქვეშ დაფნის ფოთოლს დაიდებთ, კეთილი სიზმრები გარანტირებული გაქვთ.


- დაფნის სურნელი ძალას ჰმატებს მათ ვინც სპორტითაა დაკავებული.


- თუ გსურთ ახლადდაქორწინებულებს ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეთ, ქორწილამდე, გოგონასა და ბიჭის ფეხსაცმელში დაფნის ფოთოლი მოათავსეთ და მთელი ღამის განმავლობაში გააჩერეთ. არ დაგავიწყდეთ დილით მისი ამოღება და გამოხატეთ მადლიერება.


- შემოსასვლელ კარს წითელი ძაფით გასკვნილი დაფნის 5ც ფოთოლი მიამაგრეთ და ამ სახლში მცხოვრებ თითოეულ წევრს, ნებისმიერ საქმეში გაუმართლებს.


- ბავშვის საწოლზე მიმაგრებული დაფნის ყლორტი ბავშვს ავი თვალისგან დაიცავს და მის მშვიდ ძილს უზრუნველყოფს.


- ფულის მიზიდვის რიტუალი: აიღეთ დაფნის ერთი ფოთოლი, დააწვეთეთ ფორთოხლის ეთერზეთი და დადეთ იქ, სადაც დანაზოგს ინახავთ - ფინანსურ წინსვლას მალევე იგრძნობთ.

- ჰიპოკრატე ამტკიცებდა, რომ თუ დაფნის გამხმარ ფოთოლს მშობიარე ქალის საწოლის კიდეზე ჩამოდებთ, ეს მას ტკივილებს შეუმსუბუქებს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი