logo_geo
"მშვიდობით, საყვარელო დინა, რომ იცოდე, როგორ მიმძიმს!" - ვალერიან გაფრინდაშვილის წერილი დინას
- +

18 იანვარი. 2018. 11:40



საყვარელო დინა!

ყოველდღე ველი შენს წერილს, მაგრამ ჩემი მოლოდინი ამაოა. შენ ისევ გაჯავრებული ხარ ჩემზე, არც პაემანზე მოხვედი. მე კი ვიმედოვნებდი, რომ მოხვიდოდი. ახლა არ ვიცი, რა მოვიფიქრო, შესაძლოა, შენ გადაწყვიტე მომისაჯო დროებითი განშორება, ან იქნებ ამომრიცხე კიდეც შენი ნაცნობების სიიდან. არ გთხოვ ჩემთან მოსვლას, თუ ეს შენ არ გსურს. მაგრამ, გთხოვ მომწერო, რომ ვიცოდე, მქონდეს რისიმე იმედი თუ არა.  გწერ უკანასკნელად. იქნებ შენთვის არც ეს წერილი იყოს სასიამოვნო. მშვიდობით, საყვარელო დინა, რომ იცოდე, როგორ მიმძიმს! გელოდები კვირა საღამოს!

 

შენზედ სევდიანი შენი ვალია







 


 

big_banner
არქივი