logo_geo
რატომ არსებობს მსოფლიოში მხოლოდ ოთხი ფერის პასპორტი?
- +

19 იანვარი. 2018. 02:26

მსოფლიოში მხოლოდ ოთხი ფერის პასპორტი არსებობს და თითოეულ ქვეყანას პასპორტის ფერის არჩევის საკუთარი მიზეზი აქვს. ჩვენ შევეცდებით ამ მიზეზებზე მოგითხროთ.

წითელი


ეს ფერი ყველაზე ხშირად გამოყენებადია. წითელი პასპორტი მეტწილად იმ ქვეყნებში შეგხვდებათ, სადაც კომუნისტური სისტემა არსებობდა ან ახლაც არსებობს. სლოვაკეთის, ჩინეთის, სერბეთის, რუსეთის, ლატვიის, რუმინეთის, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს წითელი პასპორტები აქვთ. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც, ხორვატიის გარდა, იყენებენ წითელი ან შინდისფერი შეფერილობის პასპორტებს. ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ევროკავშირში შესვლით, მაგალითად, თურქეთი, მაკედონია და ალბანეთი ცვლიან საკუთარი პასპორტის ფერებს. ეს ქვეყნები რამდენიმე წლის წინ წითელ შეფერილობაზე გადავიდნენ. სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ნაწილის: ბოლივიის, კოლუმბიის, ეკვადორის და პერუს პასპორტის ფერებიც შინდისფერი შეფერილობისაა.

ლურჯი

​წითელის შემდეგ, ლურჯი ყველაზე მეტად გამოყენებადი პასპორტის ფერია. ლურჯი ყდა ახალი სამყაროს სიმბოლოა. ამ ფერს 15 კარიბის ზღვის ქვეყანა იყენებს. ეს ფერი ასევე, სამხრეთ ამერიკულ სავაჭრო კავშირში შემავალი ქვეყნების სიმბოლოცაა – ბრაზილია, არგენტინა, პარაგვაი. ამ შემთხვევაში ვენესუელა გამონაკლისია. ეს ქვეყანა ამ სავაჭრო კავშირის წევრია, თუმცა მისი ქვეყნის მოქალაქეებს წითელი პასპორტი აქვთ. აშშ-მ საკუთარი პასპორტის ფერი 1976 წელს შეცვალა და ლურჯი გახადა.

მწვანე

 

მუსლიმი ქვეყნების უმრავლესობას ძირითადად მწვანე ფერის პასპორტები აქვთ. მწვანე, წინასწარმეტყველი მუჰამმადის საყვარელი ფერი იყო. ეს ფერი მუსლიმებისთვის სიცოცხლის სიმბოლოა. ასევე, ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანასაც აქვს მწვანე შეფერილობის პასპორტი.

შავი

​ყველაზე იშვიათი პასპორტის ფერი შავია. ამ ფერის პასპორტის პოვნა ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანაში შეგიძლიათ. ახალი ზელანდიის მოქალაქეებსაც შავი ფერის პასპორტი აქვთ, ვინაიდან შავი ფერი ქვეყნის ეროვნული ფერია.

​ასე რომ, თუ აეროპორტში რიგში დიდხანს ყოფნა მოგიწიათ, არ მოიწყინოთ, მაშინვე ეს პოსტი გაიხსენეთ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი