logo_geo
რატომ არ შეიძლება ახალშობილის ხალხში გაყვანა 40 დღემდე?
- +

20 დეკემბერი. 2016. 20:46



მედიცინა და რელიგია ახალშობილის 40 დღემდე ხალხში გაყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.მაგრამ ბევრი ჩვენგანი ამას დღეს ყურადღებას არ აქცევს და ბავშვის დაბადებისთანავე ახალშობილის სურათებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, ახლობლებს კი სახლში ეპატიჟება ბავშვის სანახავად.


სინამდვილეში 40 მაგიური ციფრია და ნამდვილად არაა სასურველი ამ ძირძველი წესის დაუცველობა.მით უმეტეს, რომ ამას ორმაგი საფუძველი უდევს.


რელიგიური თვალსაზრისით ბავშვი მე-40 დღეს უნდა მოინათლოს.სწორედ ნათლობის მერე უჩნდება ბავშვს მფარველი ანგელოზი და დაცულია მის მიერ.მანამდე ბავშვი ნებისმიერმა უცხო თვალმა შეიძლება "გათვალოს".


მედიცინის თვალსაზრისით კი ბავშვი 40 დღის მანძილზე დედის სხეულის გარეთ ცხოვრებას ეჩვევა ნელ-ნელა და ოჯახის წევრების ბაქტერიებს ეგუება.ამ პერიოდში სასურველი არაა ზედმეტ ტვირთად უცხო ადამიანების ბაქტერიებთან შეგუებაც დავაკისროთ ახალშობილს.ძალიან იოლია ამ პერიოდში მისი სუსტი ორგანიზმის დაავადმყოფება.


მშობლები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ ამ წესს და მერე უკვირთ, რატომ ვერ იძინებს ბავშვი მშვიდად და რატომ ტირის ხშირად.


თუკი ცოტა ზედმეტ სიფრთხილეს და ყურადღებას გამოიჩენთ ამ საკითხის მიმართ, ბავშვს ნამდვილად არ აწყენს, პირიქით...ისიც უფრო მშვიდად და დაცულად იქნება და თქვენც.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი