logo_geo
პირველად მსოფლიოში, ჩინელმა მეცნიერებმა მაიმუნის კლონი შექმნეს
- +

25 იანვარი. 2018. 15:25



შანხაიში, ჩინეთის მეცნიერთა აკადემიამ ორი მდედრი მაიმუნის კლონი შექმნა. ზონგ-ზონგი და ჰუა-ჰუა, -ასე ჰქვიათ მსოფლიოს პირველ კლონ მაიმუნებს. ერთი მაიმუნი  7, მეორე კი 6 კვირისაა.


მსოფლიოში პირველი კლონირებული ცხოველი ცხვარი იყო. 22 წლის წინ შექმნილ პირველ კლონს მოჰყვა ცხოველთა სხვა სახეობებიც; შეიქმნა კატებისა და ცხენების კლონებიც.


მიუხედავად სამეცნიერო სფეროს განვითარებისა,  ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა მაიმუნის კლონირება.


მეცნიერები ფიქრობენ, რომ მაიმუნის კლონის შექმნა იქნება წინაპირობა, რომ ისინი ოდესმე ადამიანის კლონირებასაც შეძლებენ.  


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი