logo_geo
9 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ჭკუიდან გადაგიყვანთ
- +

20 დეკემბერი. 2016. 22:40

 


არსებობენ ფილმები რომანტიკულ, მგრძნობიარე და ნაზ სიყვარულზე. და არსებობობენ ფილმები გიჟურ სიყვარულზე, რომელიც გზად ყველაფერს ანადგურებს და ცვლის ბედისწერას. შეიძლება ის არ იყოს ისეთივე ლამაზი, როგორიც რომანტიული კომედიებია, მაგრამ ეს ამად ღირს. ჩვენ გთავაზობთ ასეთ 9 ფილმს, სადაც სიყვარული გაიძულებთ დაივიწყოთ საკუთარი თავი და ყველაფერი გარშემო.

 

უკანასკნელი ტანგო პარიზში



45 წლის პარიზელი მამაკაცი, რომელიც მძიმედ განიცდის ცოლის თვითმკვლელობას. 20 წლის პარიზელი გოგონა, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორზეა დანიშნული. მათ ერთმანეთის სახელებიც კი არ იციან. ისინი თავისი სექსუალური წყურვილის დასაკმაყოფილებლად ცარიელი სახლისკენ მიემართებიან, რომელიც გარკვეულწილად, მათ სულიერ მდგომარეობას ჰგავს, თავისი სიმძიმით და მოუსვენრობით.



ბედის ვარსკვლავის ბრალია

 


ჰეიზელი დაავადებულია სიმსივნით.მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობამ აქტივაცია დროებით შეაჩერა, მაინც მოწყენილია.ის მხარდამჭერთა ჯგუფში დადის, სადაც ავგუსტ უოტერს გაიცნობს და მომენტალურად შეუყვარდება.მალე ისინი სამოგზაუროდ წავლენ, ეს მოვლენა კი- მათ ბევრ რამეს დაანახებს.


საყვარლები ხიდზე


 

ახალგაზრდა მხატვრის მიშელის და ალკოჰოლიკი ალექსის რომანტიკული ისტორია სიყვარულის ქალაქად წოდებულ პარიზში ვითარდება.


ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება



რა მოხდება თუ შევძლებთ ჩვენი მეხსიერებიდან ცუდი მოგონებებისა და ურთიერთობების ამოშლას? RNჩარლი კაუფმანი და მიშელ გონდრი ერთად ცდილობენ უპასუხონ ამ კითხვას.


ციდან სამ მეტრზე



ისტორია ახალგაზრდა წყვილზე, რომლებიც განსხვავებული სამყაროებიდან არიან. ისინი თავიანთ პირველ დიდ სიყვარულს პოულობენ. ბაბი (მარია ვალვერდე) საშუალო ფენის წარმომადგენელი, განათლებული, საკმაოდ შეძლებული გოგონაა, ჰაჩე (მარიო კასასი) კი იმპულსური, რისკის და საშიშროებების მოყვარული მეამბოხე ბიჭი, რომელიც გარეულია დაუსრულებელ ქუჩის ჩხუბებსა და არალეგალურ რბოლებში.


გაბედე და შემიყვარე



საუკეთესო მეგობრები ჯულიენი და სოფი ზრდასრულებიც განაგრძობენ მათი ბავშვობის თამაშს - ვინ უფრო საშიშ საქციელს ჩაიდენს. ეს თამაში მათ ეხმარებათ აარიდონ თავი იმ ფაქტს, რომ სინამდვილეში ერთმანეთისათვის არიან შექმნილები.


მომკალი ნაზად



ლონდონელი ვებ-დიზაინერი თავის ჩვეულებრივ და არაფრით გამორჩეულ შეყვარებულს სიმპათიურ და საიდუმლოებით მოცულ ალპინისტს ამჯობინებს. დროთა განმავლობაში მათი ურთიერთობა სახიფათო ხასიათს იღებს.

 

ქარიშხლიანი უღელტეხილი



კეთილშობილი ოჯახის მოხუც მამას, სახლში მათხოვარი მოყავს, რომელიც ლივერპულში, მშიერ-მწყურვალი იპოვა. მას უნდოდა, რომ ღარიბი ადამიანი, ოჯახმა, სრულფასოვან წევრად მიიღოს. მაგრამ მამის სიკვდილის შემდეგ, უფროსი ძმა მას საჯინიბოში უშვებს. მიუხედავად ამისა დას უყვარს უთვისტომო.

 

შეპყრობილი



მეთიუ, რეკლამის ბიზნესში მომუშავე ახალგაზრდა ჩიკაგოელი, ჩინეთში მივლინებას დროებით გადადებს, როცა დაინახავს ლიზას, მისი ცხოვრების სიყვარულს, რომელსაც ორი წლის წინ შეხვდა და არც კი გამოლაპარაკებია, უბრალოდ რესტორანთან მოჰკრა თვალი. 

 

 

წყარო: factor.ge

 

 

big_banner
არქივი