logo_geo
ლუდვიგ II-ის სიგიჟე და საბედისწეროდ ზღაპრული სასახლის ისტორია
- +

3 თებერვალი. 2018. 18:35

 

 

130 წლის წინათ, ბავარიის მთავრობამ მეფე ლუდვიგ II გიჟად შერაცხა და მის მიერ აშენებული,  ნოიშვანშტაინის სასახლიდან გაასახლება გადაწყვიტეს. ამ მომენტიდან სამ დღეში მეფეს ტბაში დამხრჩვალს იპოვიან. მონარქის სიგიჟის გამოვლინებად მიიჩნიეს “რომანტიული” სასახლეების მშენებლობა, რომელიც  ქვეყნის ხაზინას საკმაოდ ძვირი უჯდებოდა.
გავიდა წლები და ახლა, სწორედ ექსცენტრული მეფის მიერ აშენებული სასახლეები წარმოადგენს ბავარიის ტურისტულ ღირშესანიშნაობებს და ბიუჯეტისთვის მილიონიანი შემოსავლის წყაროს.
ნოიშვანშტაინის სასახლე, ზედმეტად რომანტიული მეფის ყველაზე საყვარელი ადგილი იყო. ლუდვიგ მეორემ სულ 40 წელი იცოცხლა, აქედან 22 წელი სამეფო ტახტზე გაატარა. მეფე საკმაოდ მაღალი, 193 სანტიმეტრის სიმაღლის იყო, სიყმაწვილეში ძალიან ლამაზი ყოფილა, ამასთანავე არასდროს ყოფილა დაოჯახებული და საყვარლებიც არ ჰყოლია. ამის გამო, მეფის არასტანდარტულ ორიენტაციაზე დადიოდა ჭორები.

 

  ludwig_ii


​ლუდვიგ მეორე კულტურის მფარველი იყო, განსაკუთრებით მოსწონდა კომპოზიტორი ვაგნერი, რომელსაც გულუხვად უწერდა სამეფო სტიპენდიას. მას შემდეგ, რაც გერმანია პრუსიასთან გაერთიანდა, ბავარია გერმანიის იმპერიის ნაწილად იქცა, მეფე კი – გუბერნატორად. ძირითადი გადაწყვეტილებები ბერლინში მიიღებოდა, რამაც ლუდვიგი დაამწუხრა.
ყველაზე მეტ დროს მეფე მთაში, თავის სასახლეში ატარებდა, მთავრობის წევრები ხშირად უშედეგოდ ეძებდნენ ხოლმე მონარქს, რათა მას ამა თუ იმ დოკუმენტზე მისი ხელმოწერა მიეღოთ. თუ მაინც იპოვიდნენ, დიდხანს ისხდნენ მეფის მოსაცდელში, რადგან მონარქს დილით ეძინა, ხოლო შეხვედრებს ღამის საათებში მართავდა.
ნოიშვანშტაინის სასახლის მშენებლობა ლუდვიგ მეორემ 1869 წელს დაიწყო. სასახლე მისი “ოცნებების სამყაროს” შესატყვისი უნდა ყოფილიყო. მიუხედევად იმისა, რომ მშენებლობა ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა, მის აშენებას მაინც 15 წელი დასჭირდა. მონარქმა დასრულებულ სასახლეში სიცოცხლის მხოლოდ ბოლო 2 წლის გატარება შეძლო. 1886 წლის 10 ივნისს, სწორედ ამ სასახლეში მივიდნენ მასთან მთავრობის მიერ წარგზავნილები, რათა მეფე მისსავე რეზიდენციიდან გაეძევებინათ. სასახლის დაცვასთან წინააღმდეგობა 2 დღე-ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, მეფის დასახმარებლად ადგილობრივი მოსახლეობა გამოვიდა, რომლებსაც უყვარდათ ლუდვიგი და მისი ლამაზი ციხე-სიმაგრე, მაგრამ 12 ივნისს, ის მოტყუებით, მაინც გაიყვანეს სასახლიდან.
13 ივნისს, მეფე ექიმ-ფსიქიატრთან ერთად სასეირნოდ გავიდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი, ორივე მათგანი ტბაში დამხრჩვალი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, ექიმმა სცადა მეფის თვითმკვლელობისგან დაცვა, მაგრამ თვითონაც დაიღუპა. მეფის მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ ის მოკლეს და მასთან ერთად პროფესორი, როგორც დანაშაულის თვითმხილველი. მეფე მოკვდა, მაგრამ მისი ციხე-სიმაგრე საუკუნეებს უძლებს.
ნოიშვანშტაინის სასახლის დანახვისას თავს აუცილებლად ზღაპარში წარმოიდგენთ. სასახლის პოპულარობა ბალარიის საზღვრებს გასცდა. სწორედ ამ სასახლის შთაგონებით შეიქმნა პარიზის დისნეილენდში მძინარე მზეთუნახავის სასახლე. ის რამდენიმე მხატვრულ ფილმშიც ფიგურირებს. სასახლით აღფრთოვანებული იყო რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი, რომელსაც სწორედ აქ ეწვია შთაგონება შეექმნა ბალეტი “გედების ტბა”.

 


37-1024x771

 

 

 

 

 

914

 

 

 

 

 

 

1386189101_45-13040-1024x682

 

 

 

 

 

nojshvanshtajn-1024x576

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი