იტალიის სოფელ ოლოლაიში სახლის შეძენა 1 ევროდ შეგიძლიათ. ერთი შეხედვით წარმოუდგენლად ჟღერდეს, თუმცა ეს სიმართლეა. ვისაც სურს იტალიის უძველეს და ულამაზეს სოფელში იცხოვროს, სახლის შესაძენად მხოლოდ 1 ევროს დახარჯვა მოუწევს. თუმცა მთავრობას ერთი პირობა აქვს, 1 ევროდ შეძენილ სახლის სანაცვლოდ, 3 წლის განმავლობაში, 25 000 ევრო უნდა დახარჯოს იმისათვის, რომ იგი საცხოვრებლად მოაწყოს. აპლიკაციების მიღება 7 თებერვალს სრულდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება იტალიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ოლოლაის მოსახლეობა 2,250-დან 1,300-მდე შემცირდა და სოფელში ძალიან ბევრი მიტოვებული სახლი დარჩა. ყოველწლიურად იქ მხოლოდ რამდენიმე ბავშვი იბადება.