logo_geo
გვატემალას ჯუნგლებში მეცნიერებმა მაიას ცივილიზაციის 60 ათასზე მეტი შენობა აღმოაჩინეს
- +

3 თებერვალი. 2018. 20:25



გვატემალას ჩრდილოეთით მდებარე ჯუნგლებში მეცნიერებმა მაია ცივილიზაციის 60,000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი National Geographic-ი ავრცელებს.

 

„აღმოჩენილია 60 ათასზე მეტი სხვადასხვა ნაგებობის ნანგრევი - სახლები, სასახლეები, გზები და ხალხის მიერ აშენებული სხვა ობიექტები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე გვატემალას ჯუნგლებში დაფარული იყო", - ნათქვამია განცხადებაში.


ქალაქი ოპტიკური ლოკატორის მეშვეობით აღმოაჩინეს. კერძოდ, გვატემალას ჩრდილოეთით პეტენის დეპარტამენტში რუკა შეადგინეს. ჯუნგლების სწორედ ამ ნაწილში აღმოაჩინეს უძველესი სტრუქტურები.


„ტექნოლოგიის დახმარებით მიღებული მონაცემები ნათლად მეტყველებს, რომ რეგიონი ქალაქისა და დასახლებების მთელი სისტემა იყო, რომლის მასშტაბი და მოსახლეობის სიმჭიდროვე შეუფასებელია", - განაცხადა არქეოლოგმა თომას ჰარისონმა.


როგორც დასკვნაშია ნათქვამი, კვლევების შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ ცენტრალურ ამერიკაში იმაზე ნაკლებად განვითარებული ცივილიზაცია არ იყო, ვიდრე ძველ საბერძნეთში ან ჩინეთში.


შეგახსენებთ, მაიას ცივილიზაცია 250-900 წლით თარიღდება და ცნობილია საკუთარი წერის, ხელოვნების, არქიტექტურის, მათემატიკური და ასტრონომიული სისტემებით.









 

big_banner
არქივი