logo_geo
2,3 მლრდ წლის წინ, დედამიწა ცოტა ხნით უცნაურად დამშვიდდა - არავინ იცის, რატომ
- +

4 თებერვალი. 2018. 20:37



ახალმა კვლევამ მტკიცებულებები შეჰმატა ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, ჩვენი პლანეტის გეოლოგიამ 2,2-2,3 მილიარდი წლის წინ მიიძინა, როცა ქანების ფორმირების პროცესის გარდა, სხვა ბევრი არც არაფერი დაწყებულა.


შედარებით მიძინებული ფაზა ჩვენი პლანეტის ისტორიაში, ტექტონიკაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების ნიშანია. მათ შორის ერთ-ერთი - კონტინენტების ფორმირების საკითხი მწვავე განსჯის საგანია.


პალეოპროტეროზოური ხანა დედამიწაზე 2,5 მილიარდი წლის წინ დაიწყო და დაახლოებით მილიარდი წლის შემდეგ დასრულდა.


სიცოცხლე გაცილებით მარტივი ფორმების იყო. დღის ხანგრძლივობა ოთხი საათით ნაკლები. ჩვენს ატმოსფეროს არც თუ ისე ბევრი ჟანგბადი ჰქონდა. ხდებოდა გლობალური გამყინვარებები. პლანეტის პირველი სუპერკონტინენტი - ხმელეთის უზარმაზარი ნაჭერი, რომელსაც კოლუმბიას ან ნუნას უწოდებენ, იმყოფებოდა ფორმაციის პროცესში.


გეოლოგები ცდილობენ გაარკვიონ, თუ როგორ იქცეოდა ასეთი ახალგაზრდა დედამიწა, დღევანდელი უფრო მოწიფული სფეროსგან განსხვავებით.


როგორც ჩანს, დაახლოებით 2,45 მილიარდი წლის წინ, ზედაპირის ქვეშ საოცარმა სიმშვიდემ დაისადგურა, რამაც დაახლოებით 250 მილიონ წელიწადს გასტანა.


თუმცა, ამაში ყველა დარწმუნებული როდია. კვლევის სხვა ინტერპრეტაციათა მიხედვით, მაშინ მიმდინარე პროცესები არაფრით განსხვავდებოდა პალეოპროტეროზოური ეპოქისათვის დამახასიათებელი პროცესებისგან.


საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე, საჭიროა მეტი მტკიცებულება. სწორედ ამ მიზნით დაიწყო ახალი კვლევა ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა.


არსებული მონაცემების დეტალურად დამუშავებამ და ქანების ახალმა ნიმუშებმა დასავლეთ ავსტრალიიდან, ჩინეთიდან, ჩრდილოეთ კანადიდან და სამხრეთ აფრიკიდან - წონა შეჰმატა ჰიპოთეზას, რომელიც ტექტონო-მაგმატიკური შეჩერების სახელითაა ცნობილი.


„ჩვენი კვლევა აჩვენებს რეალურ ნაპრალს პალეოპროტეროზოურ გეოლოგიურ მონაცემებში. ირკვევა, რომ ამ პერიოდში, არა მხოლოდ შემცირდა ვულკანთა ამოფრქვევის მაჩვენებელი, არამედ შეჩერდა სედიმენტაციაც და მნიშვნელოვნად მიიძინა ტექტონიკური ფილების მოძრაობამ", - ამბობს კურტინის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი კრისტოფერ სპენსერი.


რამდენიმე მილიარდი წლის წინ, დედამიწის წიაღი გაცილებით ცხელი იყო. ცოტახნით, მთელი ეს დღვების პროცესი დასრულდა გაცილებით დიდი ვულკანური აქტივობით.


სწორედ ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი გაციება თუ დედამიწის ქერქის ქვეშ რაღაც სხვა მოხდა, გადაჭრით არავინ იცის.


მაგრამ ახლა უკვე დარწმუნებით ვიცით, რომ დაახლოებით 2,3 მილიარდი წლის წინ, ხუფის ქვეშ ყველაფერი ჩაცხრა. ვულკანები დროებით გადავიდა მოდიდან. ფილების მოძრაობა შენელდა.


დედამიწამ შესვენება აიღო.

 

„ეს ‘მიძინების' პერიოდი დაახლოებით 100 მილიონ წელს გაგრძელდა და დასაბამი დაუდო პროცესს, რომელიც მკვლევართა აზრით, იყო გადასვლა ‘ძველი ტექტონიკიდან' ‘ახალ ტექტონიკაზე', რომელიც დღეს არსებულის მსგავსად მოქმედებდა", - ამბობს სპენსერი.


„დედამიწამ შუახნის კრიზისი გამოსცადა".


ცოტა სულის მოთქმის შემდეგ, ყველაფერი კვლავ გააფთრდა. უძველესი ქერქის ნაჭრები უფრო პატარა ნამსხვრევებად დაქუცმქცდა, რომლებსაც კრატონებს უწოდებენ. მათი პოვნა დღეს შესაძლებელია კონტინენტური ფილების სიღრმეებში.


„დედამიწის გეოლოგიის ამ მიძინებული პერიოდის შემდეგ, დაახლოებით 2-2,2 მილიარდი წლის წინ, კვლავ „გამოღვიძება" დაიწყო; ისევ აენთო ვულკანური აქტივობა და ცვლილებები კონტინენტური ქერქის შემადგენლობაში", - აღნიშნავს სპენსერი.


რატომ „აგიზგიზდა" მანტია კვლავ საკმაო შესვენების შემდეგ? მკვლევრები დარწმუნებული არ არიან, მაგრამ ეჭვობენ, რომ შეიძლება ის წამოსულიყო აკუმულირებული სიცხის ტალღის შედეგად.


იმ გეოლოგიურ პროცესებში გარკვევა, რომლებიც უძღვოდა ‘სუპერკრატონებიდან‘ პირველ სუპერკონტინენტამდე პერიოდს, შეიძლება დაგვეხმაროს, რათა გავიგოთ, მაშინ წარმოქმნილი და გადანაწილებული რამდენი მინერალური რესურსის იმედი შეიძლება გვქონდეს დღეს.


გეოლოგიური „შუახნის კრიზისის" მოდელის ნაკლული დეტალების შესავსებად, საჭიროა უფრო მეტი მონაცემი, რაზეც მკვლევრები აქტიურად მუშაობენ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი