logo_geo
საბაგირო „მზიური” 1982 წელს გაიხსნა
- +

4 თებერვალი. 2018. 21:05



თბილისის ბავშვთა ქალაქ „მზიურის" პარკის საბავშვო საბაგირო 1982 წელს გაიხსნა. ის რიგით მეექვსე საბაგირო იყო დედაქალაქში. საბაგიროსთვის სპეციალურად შეიქმნა პაწაწინა ლამაზი ვაგონები.


არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ტრამვაის" წევრ ირაკლი ჟოჟუაშვილის ინფორმაციით, საბაგიროს პროექტი „საქგიპროშახტს" ეკუთვნის. საბაგირო დაახლოებით 1990 წლამდე მუშაობდა, ქვეყანაში მიმდინარე არეული პროცესების გამო სხვა საბაგიროების მსგავსად, ისიც გაიძარცვა. დღეს მისი ზედა სადგური გადასახედ მოედანს წარმოადგენს, ხოლო ქვედა სადგური ტექნიკური ნაწილის მოხსნის შემდეგ მონუმენტივით დგას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი