logo_geo
პლასტმასის ჭურჭელი კიბოს განვითარების რისკს ზრდის
- +

6 თებერვალი. 2018. 17:54



ექსეტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პლასტმასის ბოთლები და საკვების შესანახი კონტეინერები ქიმიურ ნივთიერებას ბისფენოლ A-ს შეიცავენ, რაც შესაძლოა სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების მიზეზი გახდეს.


ბრიტანელმა მეცნიერებმა 94 მოზარდის შარდის ანალიზი შეისწავლეს. გაირკვა, რომ მათგან 86-ს ბისფენოლ A აღმოაჩნდა.


სპეციალისტების თქმით, ყველაზე დიდ საფრთხეს პლასტმასის წყლის ბოთლები წარმოადგენს.


თავის მხრივ, ორგანიზაცია British Plastics Federation-მა კვლევის შედეგები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბისფენოლ A -ს ზიანის შესახებ დასკვნები გაზვიადებულია.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი