logo_geo
ყველი კოკაინის მსგავსად დამოკიდებულებას იწვევს
- +

6 თებერვალი. 2018. 20:21



„გამოგიჭერიათ" საკუთარი იმაში, რომ ყველის გარეშე საკვების მირთმევა არ შეგიძლიათ და სუფრაზე ყველის დანახვა განსაკუთრებით გახარებთ?


ხშირად ამბობთ ფრაზას - „რა გემრიელი ყველია, კიდევ ერთი ნაჭერი მინდა", ყნოსავთ მას და შემდეგ მთლიან თეფშს აცარიელებთ?


როგორც აღმოჩნდა, ყველის მიმართ ადამიანების მსგავსი დამოკიდებულება სულაც არაა გასაკვირი, ვინაიდან, როგორც მეცნიერულად დადასტურდა, ის დამოკიდებულებას იწვევს და ტვინის ზუსტად იმ ნაწილზე მოქმედებს, რომელზეც ძლიერი ნარკოტიკული საშუალებები.


კვლევა მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩატარდა. კვლევის საგანი იყო გამოვლენა იმისა, თუ რატომ იწვევს ზოგიერთი საკვები დამოკიდებულებას.


კვლევის თანახმად, ადამიანები ყველაზე მეტად დამოკიდებულები ხდებიან დამუშავებული და ცხიმით მდიდარი საკვების მიმართ. სწორედ ამიტომაა, რომ არასოდეს არავინ გახდება დამოკიდებული მაგ: სტაფილოზე.


კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი საკვები, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს, ეს პიცაა, თუმცა განსაკუთრებით დამოკიდებულები ადამიანები ყველის მიმართ ხდებიან.


ეს ნაწილობრივ გამომდინარეობს ყველში კაზეინის მაღალი შემცველობით. კაზეინი არის ცილოვანი ნივთიერება რომელიც ააქტიურებს ტვინის ოპოიდურ რეცეპტორებს და იწვევს რაიმის მიმართ განსაკუთრებულ ნდომას.


ზოგადად, რძის პროდუქტები მდიდარია კაზეინით, თუმცა ის განსაკუთრებით აქტიური ხდება ყველის მომზადების პროცესში.


სწორედ კაზეინის გამოა, რომ ყველი ისეთივე დამოკიდებულებას იწვევს, როგორც ნარკოტიკული საშუალებები, მაგ: კოკაინი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი