logo_geo
„მოწიფული ქალი უფრო მომხიბვლელია“ - 13 უჩვეულო და საინტერესო ფაქტი ქალების შესახებ
- +

6 თებერვალი. 2018. 20:21


 

13. ქალები ხედავენ უფრო მეტ ფერს - ქალებს სამყაროში ბევრი ფერის დანახვა შეუძლიათ. კვლევის თანახმად, ქალი 20%-ით უფრო მეტ განსხვავებულ ფერსა და ჩრდილს ხედავს, ვიდრე მამაკაცი.


12. ქალის სხეულს ალკოჰოლის მიმართ ნაკლებად რეზოსტენტულები არიან - გჯერათ თუ არა, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ალკოჰოლი ქალისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე მამაკაცისთვის. ქალის ორგანიზმს არ შუძლია ალკოჰოლის მავნებლობისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ის უფრო ადვილად აზიანებს ქალის ღვიძლს. ასევე, უფრო მეტად აზიანებს ტვინის ფუნქციონირებას და წარმოშობს ფსიქიკურ პრობლემებს.


11. მოწიფული ქალი უფრო მომხიბვლელია - და ეს მხოლოდ ოიდიპოსის კომპლექსს არ უკავშირდება. ქალს, რომელმაც უკვე იმშობიარა, უფრო ქალური ფორმები უყალიბდება და კვლევის თანახმად, ამიტომაც ის მამაკაცებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება.


10. საშუალოდ ქალი ცხოვრების განმავლობაში 1 კგ პომადას ჭამს - საკვებთან ერთად ქალი ტუჩზე წასმულ პომადასაც მიირთმევს. კვლევის თანახმად, საშუალოდ, ის ცხოვრების განმავლობაში ერთ კილოგრამ პომადას ჭამს, რაც დაახლოებით 533 ტუბი ტუჩსაცხია.


9. ქალს არ უყვარს გარისკვა - შესაძლოა შეგიმჩნევიათ, რომ ქალები, მამაკაცებთან შედარებით, ნაკლებად იღებენ სარისკო გადაწყვეტილებებს და ყოველივეს აქვს მეცნიერული ახსნა. ქალის ტვინის ის ნაწილი, რომელზეც დამოკიდებულია გადაწყვეტილების მიღება, მამაკაცის ტვინისგან განსხვავებულია, ამიტომაც ქალი გადაწყვეტილების მიღებისას რისკის გაწევას ფიქრს და ანალიზს ამჯობინებს.

 

8. ქალის გვერდით მამაკაცი წონაში იმატებს - როცა ურთიერთობა ხანგრძლივია, მამაკაცი წონაში იმატებს. მკვლევარები ყოველივეს საყვარელ ქალებს უკავშირებენ. ქალებს უყვართ ზრუნვა მამაკაცებზე და ამიტომ პარტნიორებს სხვადასხვაგვარ გემრიელ საჭმელებს უმზადებენ. თუმცა ზრუნვის გარდა, არსებობს სხვა მიზეზიც. მკლევარები ამბობენ, რომ ქალს ქვეცნობიერად სურს, მისი საყვარელი მამაკაცი ნაკლებად მიმზიდველი იყოს სხვა ქალებისთვის.


7. ქალების უმეტესობისთვის კომფორტზე მნიშვნელოვანია, ეცვას მოდურად - ამას არ სჭირდება მეცნიერული ახსნა. ალბათ გარშემო ხშირად გინახავთ ქალი, რომელიც კომფორტულად სიარულს ამჯობინებს ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვას, იტანჯებოდეს, მაგრამ სამაგიეროდ მოდურად გამოიყურებოდეს.


6. ქალს აქვს გამძაფრებული ყნოსვის შეგრძნება.


5. ქალის ტვინის უჯრედები ერთმანეთთან უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული - საშუალოდ, ქალის ტვინი 9%-ით უფრო პატარაა, ვიდრე მამაკაცის, მაგრამ ეს შემეცნებით უნარებზე გავლენას ვერ ახდენს, რადგანაც უჯრედები იმავე რაოდენობისაა, უბრალოდ, უფრო მჭიდროდაა განლაგებული.


4. ქალები არიან გამომგონებლები - მერი ანდერსონმა 1903 წელს საქარე მინის საწმენდი გამოიგონა. ქალებს ამის გარდა არაერთი გამოგონება უკავშიდებათ. მათ შორის ჭურჭლის სარეცხი მანქანის. ის 1887 წელს ჟოზეფინა კოქრენმა გამოიგონა.


3. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თავდაპირველად მამაკაცებისთვის შექმნეს - ხოლო 1600 წელს ფეხსაცმელი ქალებმა მოირგეს იმისთვის, რომ უფრო მამაკაცური იერი ჰქონოდათ


2. ქალებს უკეთესად შეუძლიათ ადამიანების ამოცნობა - მათ მამაკაცებზე უკეთ შეუძლიათ გაიგონ, რა იმალება ადამიანების მიმიკის, ჟესტიკულაციის მიღმა. სწორედ ამიტომ, ისინი წარმატებას აღწევენ სოციალური საქმიანობის თვალსაზრისით.


1. ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ - საშუალოდ, ქალი 2-3 წლით უფრო დიდხანს ცოცხლობს მამაკაცზე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი