BBC-მ ვირტუალური რეალობის პირველი მობილური აპლიკაცია შექმნა. შედეგად, მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, სპეციალური სათვალით დაათვალიერონ გაერთიანებული სამეფოს მუზეუმები, იქ დაცული არტეფაქტები და შედევრები.
მობილური აპლიკაცია როგორც iOS-ის, ასევე Android-ის ოპერატიული სისტემებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
გასულ წელს ბრიტანულმა ტელეკომპანია „Sky"-მ თავისი ახალი სატელევიზიო პლატფორმის - Sky Q-ს პოპულარობის ზრდისთვის ვირტუალური რეალობის აპლიკაცია შექმნა. მისი მეშვეობით, მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, ტელეარხის შოუების ვირტუალურ გმირებთან კომუნიკაცია დაამყაროს.
მობილური აპლიკაციის გადმოწერა გაზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.