logo_geo
BBC-მ ვირტუალური რეალობის პირველი აპლიკაცია შექმნა
- +

8 თებერვალი. 2018. 16:55



BBC-მ ვირტუალური რეალობის პირველი მობილური აპლიკაცია შექმნა. შედეგად, მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, სპეციალური სათვალით დაათვალიერონ გაერთიანებული სამეფოს მუზეუმები, იქ დაცული არტეფაქტები და შედევრები.


მობილური აპლიკაცია როგორც iOS-ის, ასევე Android-ის ოპერატიული სისტემებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.


გასულ წელს ბრიტანულმა ტელეკომპანია „Sky"-მ თავისი ახალი სატელევიზიო პლატფორმის - Sky Q-ს პოპულარობის ზრდისთვის ვირტუალური რეალობის აპლიკაცია შექმნა. მისი მეშვეობით, მაყურებელს შესაძლებლობა აქვს,  ტელეარხის შოუების ვირტუალურ გმირებთან კომუნიკაცია დაამყაროს.


მობილური აპლიკაციის გადმოწერა გაზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი