logo_geo
10 ქვეყანა, სადაც მოგზაურობა ძალიან საშიშია
- +

11 თებერვალი. 2018. 01:36

 

 

მოგზაურობა გვაბედნიერებს, გვახალისებს. ყოველი ახალი ქვეყანა თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს, გვაჩვენებს განსხვავებულს, გვიღრმავებს ცოდნას იმ პლანეტის შესახებ, რომელშიც ვცხოვრობთ. ყოველი ახალი ტრადიცია იწვევს ჩვენს აღფრთოვანებას და გვარწმუნებს, თუ რამდენად საინტერესოდაა მოწყობილი ბუნება. ამ ყველაფერთან ერთად მოგზაურობა არცთუ ისე მარტივია... ზოგი მასპინძელი ქვეყნის მიწა ხშირად კატაკლიზმების მსხვერპლია, ზოგჯერ თავად მასპინძლები არიან არასტუმართმოყვარენი, ზოგი კი საომარი მოქმედებების ალშია გახვეული. თუ ამ ქვეყნებში მოგზაურობას გადაწყვეტთ, იქნებ დაფიქრდეთ:

 

1. უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე კონფლიქტი უკრაინას არცთუ ისე მშვიდ ტურისტულ ადგილად აქცევს. კონფლიქტის ზონაში აღმოსავლეთის რეგიონია, სადაც შეიარაღებული ძალებია მობილიზებული.

 

 

 

2. პაკისტანში ორი მთავარი ტერორისტული დაჯგუფება გიმასპინძლებთ. გაფრთხილებთ, რომ ისინი არცთუ ისე სტუმართმოყვარენი არიან.

 

 

 

3. ულამაზესი ჰონდურასი ცენტრალურ ამერიკაში მდებარეობს და ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრად ითვლება. ამასთან, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მკვლელობების ადგილია. ასე რომ, თუ "სისხლი არ გწყურიათ", ამ ადგილის ნახვას არ გირჩევთ.

 

 

 

 

4. ვენესუელას დღეს ნამდვილად არ სცალია თქვენთვის. აქ ახლა ეკონომიკური კრიზისი, შიმშილი, საპროტესტო აქციები და საყოველთაო დაძაბულობა მძვინვარებს.

 

 

 

5 კენია შეტაკებების, ძალადობის წინააღმდეგ მოწყობილი პროტესტების, დაბომბვების მთავარი ცენტრია. ასე რომ, დღეს იქ სტუმრობა არცთუ ისე სახარბიელო გადაწყვეტილება იქნება.

 

 

 

 

6. ელ-სალვადორი, ულამაზესი მთიანი რეგიონის გარდა, კრიმინალური დანაშაულის სიჭარბითაც გამოირჩევა. ეს ქვეყანა წლებია მკვლელებისა და მოძალადეების წინააღმდეგ უშედეგოდ იბრძვის.

 

 

 

 

7. კოლუმბია ნარკოტიკების, პოლიტიკური კორუფციების, კრიმინალის სამშობლოა. ასე რომ, თუ შარში გახვევა არ გინდათ, კოლუმბიას არ უნდა ეწვიოთ.

 

 

 

8. ეგვიპტეში სტუმრობისთვის საუკეთესო დრო ჯერ კიდევ არ არის. კვლავ ხშირია აჯანყებები და ტერორისტული აქტები.


 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი