პარაცეტამოლი უარყოფით გავლენას ახდენს სასქესო ჰორმონებზე, რაც უნაყოფობის და ასევე ნაყოფის არასწორად განვითარების რისკს ზრდის.
„San Diego Union Tribune"-ის ცნობით, ასეთ დასკვნამდე ორგანიზაცია Human Longevity-ის მეცნიერები მივიდნენ.
მათ მიერ ჩატარებულ კვლევაში 18 წელზე ზემოთ ასაკის 455 ადამიანი მონაწილეობდა. გარდა, ამის სპეციალისტებმა 1880 ევროპელი ტყუპის და 1235 აფროამერიკელის და ესპანური წარმოშობის ადამიანების მონაცემები შეისწავლეს.
როგორც აღმოჩნდა, მოხალისეების ყველა ჯგუფში ნეიროსტეროიდული სასქესო ჰორმონების ნაკლებობა შეინიშნებოდა, რაც მეცნიერებმა პარაცეტამოლის მოხმარებას დაუკავშირეს.