logo_geo
გველი წასვლას არ აპირებდა...
- +

12 თებერვალი. 2018. 12:36



ამერიკელმა პიტ-ბულტერიერმა ჩივმა 87 წლის ვიქტორია და მისი შვილიშვილი შხამიანი კობრისგან იხსნა. კობრამ მათ სახლში სამზარეულოს ღია კარიდან შეაღწია. ვიქტორია ტელევიზორს უყურებდა, როცა ჩივმა ყეფა დაიწყო და ქალი იქით მიახედა.

მარია და ბებიამისი მეორე ოთახში გაიქცნენ იმ იმედით, რომ გველი მოშორდებოდათ. მაგრამ გველი წასვლას არ აპირებდა. გარკვეული დროის შემდეგ ქალებმა კარი რომ გააღეს, კობრა მათ თვალწინ აღიმართა - სასიკვდილო დარტყმისთვის ემზადებოდა.

„ისე შემეშინდა, მეგონა, ყველაფერი დამთავრდა. ხმამაღლა ვითხოვდი შველას", - იხსენებს მარია.


სწორედ ამ დროს გადმოხტა ძაღლი, რომელიც, როგორც ჩანს, სიტუაციას აკვირდებოდა. როცა პატრონები ასეთ მდგომარეობაში ნახა, ბევრი აღარ უფიქრია, წინ აღემართა კობრას, ყელში წვდა და იატაკზე დაანარცხა. თუმცა ამ ორთაბრძოლაში თავადაც მიიღო სასიკვდილო ნაკბენი და რამდენიმე წამში გველთან ერთად გმირი ძაღლიც უსიცოცხლოდ დაეცა...


როგორც პატრონები იხსენებენ, უკანასკნელი, რაც ძაღლმა გააკეთა, თავის პატრონს კუდი გაუქიცინა დამშვიდობების ნიშნად.





 

big_banner
არქივი