logo_geo
8 რჩევა, თუ როგორ უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება
- +

18 თებერვალი. 2018. 19:58



1. მოინდომეთ შეცვლა

 

ცვლილებებისადმი მზადყოფნა ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს თქვენი ცხოვრებაა და მას ვერავინ შეცვლის თქვენს გარეშე. თუ თქვენ თვითონ არ მოისურვებთ შეცვლას, ამქვეყნად ვერაფერი გაიძულებთ ამას.


2. იკისრეთ პასუხისმგებლობა

 

თქვენ უნდა იკისროთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. თქვენი ცხოვრება აღმასვლას განიცდის, თუ დაღმა მიექანება, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. როგორც კი იკისრებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, ცვლილებებიც იოლად ხელმისაწვდომი გახდება თქვენთვის.


3. შეანელეთ ტემპი

 

იმისათვის, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, თქვენ გესაჭიროებათ დრო ფიქრისა და განსჯისათვის. თუ თქვენ მუდმივად დაკავებული ხართ და არ გაქვთ იმისი გაფიქრების დროც კი, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, თქვენ ვერ იპოვით საიმისოდ დროს, რომ გარკვეული ზომები მიიღოთ საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად.


4. იპოვეთ მიზეზი

 

შეცვლა-არ არის იოლი, რადგან არსებობს ინერცია, რომელიც თქვენ უნდა გადალახოთ. მიზეზი არის თქვენი ენერგიის წყარო. მიზეზის არსებობა ძალას შეგმატებთ.


5. შეცვალეთ დოგმები, რომლებიც გზღუდავენ

 

დოგმები, რომლებიც გზღუდავენ, არიან ყველაზე ძლიერი წინაღობები ცხოვრების შეცვლის გზაზე. თქვენ ჯერ უნდა გამოავლინოთ ისინი, ვიდრე დაიწყებთ მათთან ბრძოლას. ამისათვის გააკონტროლეთ საკუთარი აზრები, რომლებშიც ხშირად ამბობთ: „მე ეს არ შემიძლია..."; „მე ეს არ ძალმიძს..."; „მე ყოველთვის უნდა..."; „გამოსავალი არ არის..." ესენია დოგმები, რომლებიც გზღუდავენ. დაემშვიდობეთ მათ!


6. შეცვალეთ საკუთარი მავნე ჩვევები დადებითით

 

რომელი ჩვევები გექანებიან ძირს? რომელი ჩვევების დაძლევას ისურვებდით? იმის მაგივრად, რომ ეცადოთ ამ ჩვევების დაძლევა, ფოკუსირდით იმაზე, რომ შექმნათ ახალი დადებითი ჩვევები, რომლებიც მათ ჩაანაცვლებენ.


7. მოძებნეთ მოძღვარი

 

მოძებნეთ სამაგალითოდ ისეთი ადამიანის ცხოვრება, რომელმაც მიაღწია იმას, რის მიღწევაც გსურთ თქვენ. ისწავლეთ მისგან. შეისწავლეთ მისი ბიოგრაფია. თუ ეს ადამიანი თქვენს გვერდითაა, თქვენ სასწაულად გაგიმართლათ.


8. გქონდეთ მართებული მოლოდინი

 

თავიდანვე მართებული მოლოდინის ქონა ძალზედ მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მორალურად დაეცემით, როცა საქმეები ისე არ წაგივათ, როგორც ელოდით. მართებული მოლოდინის ქონა მოგანიჭებთ სიმტკიცეს რთულ მომენტებში.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი