logo_geo
„თუ მადლიერების მიზეზს ვერ ხედავ, ეს შენი ბრალია“ - ინდიელების 15 გამონათქვამი
- +

22 დეკემბერი. 2016. 12:34




1. ნუ შეგეშინდება ტირილის. ეს შენს გონებას გაათავისუფლებს სევდიანი აზრებისგან.

 

2. უმჯობესია, ელვა გქონდეს ხელში, ვიდრე ქუხილი - პირში.

 

3. ყველა მცენარე - ჩვენი და-ძმაა. თუ კარგად მივაყურადებთ, გავიგებთ, რაზე საუბრობენ.

 

4. რა არის სიცოცხლე? ეს ციცინათელას ერთწამიანი გამონათებაა ღამით. ეს ბიზონის სუნთქვაა ზამთარში. ეს ჩრდილია, რომელიც მინდორზე მოეფინება და მზის ჩასვლისას იკარგება.

 

5. როდესაც დაიბადე, ტიროდი, სამყაროს კი უხაროდა. იცხოვრე ისე, რომ როცა მოკვდები,

სამყარომ იტიროს, შენ კი - გიხაროდეს.

 

6. ერთი ფეხით კანოეზე და მეორე ფეხით ნავზე თუ დადექი, მდინარეში ჩავარდები.

 

7. გული - ჩვენი პირველი მასწავლებელია.

 

8. გახსოვდეს: შენი შვილები შენ არ გეკუთვნის, მათ შემოქმედი გათხოვებს.

 

9. ადამიანური კანონები ადამიანის გაგებით იცვლება. მხოლოდ სულის კანონებია უცვლელი.

 

10. სიკვდილი - უბრალოდ, სამყაროების შეცვლაა.

 

11. ვერ გააღვიძებ იმას, ვინც თავს იკატუნებს, რომ სძინავს.

 

12. ყველა სიზმარი ერთი ობობის ქსელის ჭორებია.

 

13. დაეწაფე სიბრძნეს და არა ცოდნას. ცოდნა - წარსულიდანაა, სიბრძნე - მომავლიდან.

 

14. თუ მადლიერების მიზეზს ვერ ხედავ, ეს შენი ბრალია.

 

15. ბაყაყი არ სვამს იმ ჭაობიდან, რომელშიც ბინადრობს.

 


 

big_banner
არქივი