logo_geo
ჰენრიეტა გრინი, მილიონერი, რომელიც არ ბანაობდა
- +

20 თებერვალი. 2018. 17:35


ჰენრიეტა გრინი, მილიონერი, რომელიც არ ბანაობდა


მილიონების მფლობელი ქალი ცხელ წყალსა და გათბობას არასდროს რთავდა, ყიდდა წაკითხულ გაზეთებს, არ იბანდა ხელებს, არ რეცხავდა, ჭამდა მხოლოდ ცივ შვრიის ფაფას და სუპს. შვილისთვის საოპერაციოდ ფული ვერ გაიმეტა, რაც განგრენითა და ფეხის ამპუტაციით დასრულდა.

 

ჰენრიეტა გრინი გინესის რეკორდების წიგნში მსოფლიოს ყველაზე ძუნწი ადამიანის სახელით შევიდა. ეცვა ერთადერთი გახუნებული კაბა, რომელსაც არასოდეს რეცხავდა. ხმარებისგან გაცრეცილ თეთრეულს კი მხოლოდ მაშინ იცვლიდა, როდესაც იხეოდა. ამასთან გრინის სახლში საპონიც არ ჰქონდა, რადგან არასოდეს იბანდა.


რთული წარმოსადგენი არ არის, თუ როგორ „არომატს" აფრქვევდა ქალი, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებდა პირიდან ხახვის სუნი - ხახვს გამუდმებით ღეჭავდა, ავად რომ არ გამხდარიყო. თუმცა, როდესაც აფთიაქში ვიზიტი გარდაუვალი იყო, წამლის ჩასასხმელად თავისი ფლაკონით მიდიოდა, რადგან ზედმეტი 5 ცენტის გადახდა არ სურდა. 


 

 

 

 

big_banner
არქივი