logo_geo
მსოფლიოში ყველაზე პატარა ზომის კომფორტული სახლები
- +

20 თებერვალი. 2018. 22:48


 

ახალი ტრენდი უძრავ ქონებაში მცირე ფართია და ამას რეალური საფუძველიც აქვს. იმის გამო, რომ დროთა განმავლობაში უძრავი ქონების ღირებულება სულ უფრო მეტად იზრდება, არანაკლები სისწრაფით იზრდება მსოფლიო მოსახელობაც და სამშენებლო ბუმის პარალელურად ჩვენს გარემოს, შეიძლება ითქვას, გამოუსწორებელ ზიანს ვაყენებთ. პატარა სახლების მშენებლობა კი ცალსახა გამოსავალია. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, სულ უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს პატარა სახლების აშენებას, რადგან ისინი ძალიან კომფორტული, მოსახერხებელი და ამასთანავე მობილურია.

 

წარმოგიდგენთ მსოფლიოში არსებულ ყველაზე მცირე ფართობის მქონე სახლებს.

 


აიდაჰოში მდებარე ამ სახლის ფართობი 18 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ის მესი მილერმა საკუთარი ხელით დააპროექტა დაააშენა. ახლა ამ სახლში პარტნიორთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს. სახლი, რომელიც სატვირთო ტრეილერზე დგას ჯამში 11 500 დოლარი ღირს. სახლის ყველაზე ძვირად ღირებული კომპონენტი ტუალეტია, მისი ღირებულება 2000 დოლარია და წყალს თითქმის არ საჭიროებს.

 

 


ვებ-დიზაინერმა კალიფორნიიდან და მისმა მეგობარმა გოგომ მარტივი და მინიმალისტური ცხოვრების ოცნება ამ 15 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სახლის აშენებით აისრულეს, რომელიც სევასტოპოლში დგას. პროექტის სისრულეში მოყვანას, დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდა და იგი 30 ათასი დოლარი დაჯდა.

 


გემთმშენებელმა და დიზაინერმა კერი ელვუდმა ეს პატარა სახლი ნავი ბუნებასთან სიახლოვისა და მინიმალისტური ცხოვრების წყურვილის გამო შექმნა. სახლი გაერთიანებულ სამეფოში მდებარეობს და მისმა მეპატრონემ მშენებლობაში თითქმის 2 წელი დახარჯა. ის მზის ენერგიას იყენებს.

 

 

ბრატისლავაში მდებარე ეს პატარა, 11 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე, ფუტურისტული სახლი არქიტექტორების ტომას ზაცეკისა და სონა პოჰლოვას თანამშრომლობის შედეგია. უნიკალური დიზაინის მქონე სახლი თვითმყოფადია, საკუთარ ენერგიას გამოიმუშავებს და წყალს მისი გარემოცვიდან მოიპოვებს. სახლი ორ ადამიანზეა გათვლილი.

 

 


ზაკ გრიფინმა და მისმა ოთხმა მეგობარმა გადაწყვიტა სათხილამურო მოგზაურობის მოწყობა და სპეციალურად ამისთვის 10 კვადრატული მეტრის ფართობის მობილური სახლი ააშენეს, რომელშიც ისინი ექვსი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ. სახლში ორიარუსიანი საწოლები და ერთი გასაშლელი დივანია. მოგზაურებმა გადაწყვიტეს ჰოსტელებისა და უბრალო მაცხოვრებლების სიკეთითა და მათი სააბაზანოთი ესარგებლათ, ამიტომ სახლში სააბაზანო არ გააკეთეს. მოგზაურებმა ფილმიც კი გადაიღეს თუ როგორ გაატარეს 6 კვირა პატარა დროებით სახლში.

 


კრისმა და მელისამ 9-კვადრატულ მეტრიანი სახლი სიეტლის გარეუბანში ააშენეს. ორივე ტექნოლოგიური ინდუსტრიის სფეროში მუშაობდა და გადაწყვიტეს უკან დაეტოვებინათ თავისი რთული, მატერიალისტური ცხოვრება და შესვენება აეღოთ, რაშიც ეს პატარა მარტივი სახლი დაეხმარათ.

 


არქიტექტორმა და დიზაინერმა მარკო პიერაციმ რომის ისეთი ღირსშესანიშნაოებების სიახლოვეს, როგორიც პანთეონი და წმინდა პეტრეს მოედანია, პატარა, 6 კვადრატული მეტრის ფართობის, მიტოვებული სახლი შენიშნა. მოგვიანებით ეს სახლი შეიძინა, შეაკეთა და იქ თავის მეუღლესთან ერთად იქამდე ცხოვრობდა, სანამ შვილი არ შეეძინებოდათ.

 

 

ამის შემდეგ პიერაციმ იტალიის ყველაზე პატარა სახლის გაქირავება დაიწყო. ის საუკეთესო ადგილი გახდა რომაული არდადეგების გასატარებლად.

 


ვერმონტში Green Mountain College-ის განახლებადი ენერგიისა და ეკოლოგიური დიზაინის კურსის სტუდენტების ერთმა ჯგუფმა გასაოცარი სადა, კრეატიული მობილური თავშესაფარი შექმნეს, რომლის ფართობი 7 კვადრატულ მეტრს არ აღემარება. პატარა თავშესაფარი ელექტროენერგიას მზის ბატარეების საშუალებით იღებს და მთლიანად გადამუშავებული მასალისგან არის გაკეთებული. სახლში საძინებელი ფართი და მოწყობილობაა, რომელიც აგროვებს და გადაამუშავებს წვიმის წყალს.

 

 


ვარშავაში მდებარე ეს სახლი 4 კვადრატული მეტრი ფართობისაა. მისი სიგანე კი, სულ რაღაც, 2 მეტრია, რის გამოც ის მსოფლიოში ყველაზე ვიწრო საცხოვრებელი სახლია.

 

პოლონელმა დიზაინერმა ის ვიწრო ქუჩაზე ორ საცხოვრებელ სახლს შორის ჩაატია. სახლს არ აქვს ფანჯრები, თუმცა აქვს მიკროსკოპული მაცივარი და საშხაპე, რომელიც ფაქტობრივად ტუალეტის თავზეა. სამზარეულოს მაგიდა ზუსტად ორ-ადგილიანია და მაცივარი ორ გაზიან სასმელს იტევს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი