logo_geo
თვალების ირგვლივ სიშავეების მოშორების ყველაზე მარტივი მეთოდი მხოლოდ 2 ინგრედიენტით!
- +

21 თებერვალი. 2018. 16:06



ჩაშავებული თვალები - ბევრი ადამიანის პრობლემაა. ხშირად მას დაღლილობისა და გამოუძინებლობის ნიშნად მიიჩნევენ, მაგრამ ბევრს თვალის ირგვლივ სიშავეები ბავშვობიდან აქვს - ეს უკვე გენეტიკურია. ასევე, ეს შეიძლება ალერგიის შედეგი იყოს, სხვა მიზეზები უკავშირდება სტრესს, ანემიას, გადაჭარბებულ ძილს, ეგზემას, ცრემლდენას და სხვა. ზოგიერთ ადამიანს კი თვალები მარილისა და ალკოჰოლური სასმლის გადაჭარბებული მიღების, ასევე, მოწევის გამო უშავდება.  ჩაშავებული თვალები ასევე ღვიძლის დაავადებასა და ჰიპოთირეოზზე მიუთითებს.

 

თუ ეს პრობლემა გაწუხებთ,  გსურთ, სცადეთ ეს ხელმისაწვდომი, მარტივი და ბუნებრივი საშუალება.

მხოლოდ და მხოლოდ დაგჭირდებათ - ცხელი წყალი (შეგიძლიათ ჩაი) და ბამბის ტამპონი.

ერთ ჭიქა წყალში ან ჩაიში გახსენით ერთი ჩაის კოვზი სოდა. შემდეგ აიღეთ ბამბის ტამპონი, დაასველეთ მიღებულ ხსნარში და 15 წამის განმავლობაში შეიზილეთ ნაყენი თვალის ირგვლივ კანში. შემდეგ კი დაიბანეთ სახე თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.


ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს, ძილის წინ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი