logo_geo
29 წლის ბიჭი, რომელმაც პირველი ქართული კრიპტოვალუტა შექმნა
- +

21 თებერვალი. 2018. 19:42




„ოქროს საწმისი" არამხოლოდ მითიური კოლხეთის ისტორიის ნაწილი, არამედ 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური მიღწევების გამოძახილი, პირველი კრიპტოვალუტაა, რომელიც ქართველებმა შექმნეს.


ავტორები 29 წლის ვახტანგ გოგოხია და მისი პარტნიორები არიან, რომლებიც კრიპტოვალუტის მაინინგს ანუ მოპოვებას უკვე მეორე წელია ეწევიან. აღნიშნული საქმიანობისთვის მათ დატა ცენტრები კახეთში, თბილისსა და ქუთაისში ააშენეს, სამომავლოდ კი კრიპტოვალუტის მაინინგის დაწყებას ფოთშიც გეგმავენ.


„ოქროს საწმისი" ლეგენდარულ „ოქროს საწმისზე" არანაკლებ რთული მოსაპოვებელია, ბლოკჩეინის დაცული და რთული ტექნოლოგიის გამო, თუმცა როგორც ვახტანგ გოგოხია მიიჩნევს, აღნიშნული პროცესები გამარტივებისკენ მიდის, შესაბამისად, კრიპტოვალუტა მომავლის ფულია, რომლის

დამკვიდრებაც გარდაუვალი იქნება.


ქართული კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 5-10 ცენტია.


როგორც ვახტანგ გოგოხია იხსენებს, კრიპტოვალუტით დაინტერესების შემდეგ მაინინგი მეგობრებთან ერთად დაიწყო, გასული წლის აგვისტოში კი კომპანია და ქართული კრიპტოვალუტა „ოქროს საწმისი" შექმნა. სახელწოდება იასონის მიერ "ოქროს საწმისი" მოპოვების ისტორიას და ზოგადად მაინინგს ანუ "მოპოვებას" უკავშირდება.


"გვინდოდა სახელი ვალუტასთან, ოქროს მოპოვებისა და საქართველოს ისტორიასთან ყოფილიყო დაკავშირებული, "ოქროს საწმისის" იდეა მოგვეწონა და ჩვენი კრიპტოვალუტის სახელად გამოვიყენეთ. ოქროს არა, მაგრამ კრიპტოვალუტას მოვიპოვებთ",- ამბობს გოგოხია.


საქართველოში "ოქროს საწმისი" სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით ნაკლებადმოთხოვნადია. 12 ადამიანისგან შემდგარი"ოქროს საწმისის" გუნდი ძირითადად, მსხვილ უცხოელ ინვესტორებს იზიდავს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი