logo_geo
ვინ იყვნენ ცნობილი განგსტერები, რომლებიც მსოფლიოს შიშის ზარს სცემდნენ
- +

22 დეკემბერი. 2016. 13:46



ვინ იყვნენ ცნობილი განგსტერები, რომლებიც მსოფლიოს შიშის ზარს სცემდნენ:

Description: http://photo.ambebi.ge/pictures/ex350x0x1x80/1da094e4ca.images.new_photo.axali_photos2.society.vinsent-jigante.jpg


ვინსენტ The Chin ჯიგანტე (1928-2005) ნიუ-იორკში დაიბადა. სკოლას კრივის გამო დაანება თავი. 25 ჩატარებული ბრძოლიდან 21 მოიგო. პირველად 25 წლის ასაკში დააპატიმრეს. 17 წლიდან ჯენოვეზეს ბანდის წევრი იყო. მოგვიანებით, „ნათლია" გახდა, ხოლო მაფიოზ ტონი სალერნოს დაპატიმრების შემდეგ - მისი კლანის ბოსი. მორიგი დაპატიმრება რომ აეცილებინა, თავი გიჟად გაასაღა. ნიუ-იორკის ქუჩებში პიჟამით დასეირნობდა, რის გამოც „პიჟამის მეფე" შეარქვეს. 2003 წელს გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს. ციხეში რამდენიმე წელი გაატარა და 2005 წელს გარდაიცვალა.


Description: Image result for ალბერტ ანასტასია

 

ალბერტ ანასტასია (1903-1957) იტალიაში დაიბადა და მშობლებთან ერთად ამერიკაში გადასახლდა. პირველად ადამიანის მკვლელობისთვის გაასამართლეს და „სინგ-სინგის" ციხეში ჩასვეს, მაგრამ ტრაგედიის ერთადერთი მოწმე საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა და ანასტასია ციხიდან გაათავისუფლეს. უამრავი მკვლელობის გამო (ერთ-ერთი ვერსიით, „ალბერტას" დაჯგუფებას 400 ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად), მას „ჯალათთა ლორდს" ეძახდნენ. მოგვიანებით, ანასტასია ჯო მასერიას ბანდაში მოხვდა. მეგობრობდა ასევე მკვლელ ჩარლი (ლაკი) ლუჩანოსთან. ბოსის მოკვლის შემდეგ მკვლელების ჯგუფის - Murder Inc-ის ლიდერი გახდა. 50-იან წლებში ლუჩანოს ოჯახს დაუახლოვდა, მაგრამ 1957 წელს ის კარლო გამბინოს ბრძანებით მოკლეს.


Description: http://www.ambebi.ge/pictures/artimages/image14/9240e2216ef8fd3bd57eaa967283556c.jpg


ჯოზეფ ბონანო (1905-2002) კუნძულ სიცილიაზე დაიბადა. 15 წლის დაობლდა. 19 წლისა, მუსოლინის რეჟიმს ჯერ კუბაზე გაექცა, შემდეგ აშშ-ში გადაბარგდა. მარანძანოს ბანდა იტალიის ყველის ქარხნებს, სამკერვალოებსა და სამგლოვიარო ბიუროებს აკონტროლებდა. ბანდის ლიდერის მოკვლის შემდეგ ბონანომ კაპიტალის დაგროვება შეძლო, მაგრამ საქმეებს სხვა, უფრო გავლენიანმა განგსტერებმა ჩამოაცილეს. ბონანომ ღრმა მოხუცებულობამდე მიაღწია.

Description: http://www.ambebi.ge/pictures/artimages/image14/f8677b7ffcc0108e7582ea035de9cda5.jpg

 

არტურ ფლეგენჰეიმერი (1902-1935), მეტსახელად „ჰოლანდიელი შულცი" ბრონქსში დაიბადა. პირველად ციხეში 17 წლის ასაკში, ქურდობისთვის მოხვდა. იქიდან გამოსული, სპირტიანი სასმელების ბიზნესში ჩაერთო (იმ პერიოდში ამერიკაში მშრალი კანონი მოქმედებდა). მის ბანდას კაპონე და ლუჩანო მტრობდნენ. განგსტერი 1935 წელს ანასტასიას ბრძანებით მოკლეს.

 

Description: Image result for ჯონ გოტი

 

ჯონ გოტი (1940-2002) 16 წლის იყო, როცა ქუჩურ ბანდაში - „ბიჭები ფულტონ-როკაუეიდან" მოხვდა და ცოტა ხანში მისი ლიდერი გახდა. „ბიჭები" ქურდობდნენ და მანქანებს იტაცებდნენ. 70-იან წლებში გოტი გამბინოს ერთ-ერთი კლანის წევრი გახდა, რომელსაც პოლ კასტელანო ხელმძღვანელობდა. გოტი კასტელანოსგან მალულად, ნარკოტიკებით ვაჭრობდა და როცა ბოსმა მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა, თავად მოკლა კასტელანო. ჟურნალისტებმა გოტის „ელეგანტური ჯონი" შეარქვეს. პოლიციამ მაფიოზი 1992 წელს მკვლელობისთვის გაასამართლა. გოტი 2002 წელს ციხეში გარდაიცვალა.

 

Description: http://www.ambebi.ge/pictures/artimages/image14/3cf6e2a06095e3e788170fb57d9f1392.jpg

 

მეიერ ლანსკი (1902-1983) რუსეთში (დღევანდელი ბელორუსიის ტერიტორიაზე) დაიბადა. მეიერ სუხომლიანსკი პატარა იყო, როცა მშობლებმა ამერიკაში წაიყვანეს საცხოვრებლად. ნიუ-იორკში ჯერ ჩარლზ ლუჩანოს დაუმეგობრდა, შემდეგ - ბაგსი სიგალს. სამეულმა ბანდა - „ბაგი და მეიერი" ჩამოაყალიბა. თავდაპირველად აზარტულმა თამაშებმა გაიტაცა, შემდეგ ფულს „ათეთრებდა". როცა მეგობრებმა ფული ვერ გაიყვეს, ლანსკიმ სიგალის მოკვლა ბრძანა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბანდის წევრები მთელი მსოფლიოს სამორინეებს აკონტროლებდნენ, ლანსკის ერთი დღეც არ გაუტარებია ციხეში.

 

Description: Image result for francesco kastilia

 

ფრანჩესკო კასტილია (1891-1973) 13 წლის იყო, როცა ბანდიტების გარემოცვაში მოხვდა და სახელიც შეიცვალა - ფრენკ კოსტელო გახდა. ჩარლი ლუჩანოსთან დამეგობრების შემდეგ აზარტულ თამაშებში ჩაება. მაფიოზების გარდა, იგი პოლიტიკოსებთანაც მეგობრობდა, რომელთა დახმარებითაც, არაერთხელ აარიდა პატიმრობას თავი. ვიტო ჯენოვეზესთან დაპირისპირების შემდეგ, კოსტელო საქმეებს ჩამოშორდა და ღრმა სიბერემდე იცოცხლა.


Description: Image result

 

კარლო გამბინო (1902-1976), ამერიკის ყველაზე გავლენიანი განგსტერი, იტალიაში დაიბადა. 19 წლის იყო, როცა ადამიანი მოკლა და აშშ-ში გაიქცა, სადაც ბიძაშვილი, პოლ კოსტელანო ელოდა. ერთად ახალი კლანი ჩამოაყალიბეს, რომელსაც გამბინო სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა.

 

Description: Image result for ჩარლი ლუჩანო

 

„იღბლიანი" ჩარლი ლუჩანო (1897-1962) იტალიაში დაიბადა. 9 წლის იყო, როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადასახლდა. იგი ბანდა „ხუთი წერტილის" წევრი გახდა, რომელიც მანჰეტენის პროსტიტუციასა და რეკეტს აკონტროლებდა. 1935 წელს იღბლიანი ჩარლი „ბოსების ბოსი" გახდა. 1936 წელს პოლიციამ დააკავა და 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ მან მოსამართლეები მოისყიდა და 1946 წელს გაათავისუფლეს. ლუჩანო იტალიაში გადასახლდა, სადაც 1962 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა.


Description: Image result for ალ კაპონე

 

ალ კაპონე (1899-1947) ბრუკლინში, იტალიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ლუჩანოს მსგავსად, ისიც „ხუთი წერტილის" წევრი იყო. შეტაკებისას მიღებული ჭრილობის გამო, მეტსახელად „სახენაიარევი" შეარქვეს. 1919 წელს ჩიკაგოში გადასახლდა და ჯონი ტორიოს ბანდას მიეკედლა. 26 წლისა, უკვე ამ ბანდის ლიდერი გახდა. მისი ძირითადი სფერო რეკეტი, სუტენიორობა და სათამაშო ბიზნესი იყო. 1929 წლის ვალენტინობას უამრავი მაფიოზი გამოასალმა სიცოცხლეს. რამდენჯერმე დაუსხლტა პოლიციას, მაგრამ 1931 წელს გადასახადების გადაუხდელობისთვის გაასამართლეს. ციხიდან 7 წლის შემდეგ გამოვიდა და დიდხანს აღარ უცოცხლია.

 

Description: http://www.ambebi.ge/pictures/artimages/image14/148f7912fc0ce6dd02e150316b34ed8b.jpg

 

ბენჯამინ „ბაგსი" სიგალი (1906-1947). მან ჩარლი ლუჩანოს ბრძანებით უამრავი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. 30-იან წლებში ბაგსი ჰოლივუდის ვარსკვლავებს დაუმეგობრდა და ლას-ვეგასში კაზინო "ფლამინგო" გახსნა. როცა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ სიგალი ფულს იპარავდა, მოკლეს.


ჯუზეპე ანტონაიო დოტო „ჯო ადონისი" (1906-1971) ნეოპოლში დაიბადა. მოგვიანებით მისი ოჯახი ამერიკაში გადასახლდა. 1928 წელს ადონისი მეგობრებთან ერთად, პიზანოს ბანდის წევრი გახდა. ფრენკ კოსტელო ბრმად ენდობოდა, ის ყველა მაფიოზურ გარჩევას ესწრებოდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ნიუ-ჯერსის სათამაშო ბიზნესს განაგებდა. ერთი პერიოდი რობერტ კენედის მხარდამჭერი იყო. დოტო ერთ-ერთი იმ განგსტერთაგანია, ვინც ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

 

Description: Image result for ბერნარდო პროვენცანო

 

ბერნარდო პროვენცანო სიცილიაზე, სოფელ კორლეონეში 1933 წელს დაიბადა. ახალგაზრდა განგსტერზე ლუჩანო ლიჯიო ამბობდა: „ანგელოზივით ისვრის და ქათმის ტვინი აქვს". მოგვიანებით იგი კორლეონეების ბანდაში აიყვანეს. დროთა განმავლობაში, ძალაუფლება და ავტორიტეტი მოიპოვა და კორლეონეს ბანდის ლიდერი გახდა. იარაღით, ნარკოტიკებით ვაჭრობდა და სათამაშო ბიზნესს აკონტროლებდა. 90-იან წლებში 73 წლის მაფიოზი პოლიციამ დააკავა და იგი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში დარჩება.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი