logo_geo
როგორ გადავიტანოთ ქმართან განქორწინება?
- +

22 დეკემბერი. 2016. 13:54



1. იტირეთ. ემოციებისგან დაიცალეთ ამისთვის მხოლოდ 7 დღე გეძლევათ, შემდეგ კი აუცილებელია დაუბრუნდეთ თქვენს საქმეს და განაგრძოთ ცხოვრება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება, რაც გაგანადგურებთ.


2. შეეგუეთ სიტუაციას. მაშინვე ადამიანის პატიება ძალიან რთულია. განსაკუთრებით, როდესაც მამაკაცმა გიღალატათ. შეწყვიტეთ განქორწინების დეტალებზე თქვენ მეგობრებთან საუბარი. ახლა კი შეძლებთ ახალი ცხოვრების დაწყებას.


3. ნუ ატეხავთ პანიკას. მას შემდეგ, რაც მიხვდებით, რომ წინა ეტაპი დასრულდა, მაგრამ ცხოვრება არ დასრულებულა, მაშინვე არ დაიწყოთ ახალი ურთიერთობა და ოჯახზე ფიქრი. აიღეთ შესვენება და მამაკაცებისკენ თავიდან არც გაიხედოთ-თქვენ ამ დროს ნამდვილად გაგიჭირდებათ ობიექტურად მიუდგეთ ყველაფერს. ურთიერთობის გაწყვეტა ჭრილობას ტოვებს, დაელოდეთ როდის შეხორცდება.


4. გყავთ ბავშვები? გააგრძელეთ თქვენი ცხოვრება ჩვეული წესით, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ შვილები გყავთ. განქორწინება იმას არ ნიშნავს, რომ სახლში დარჩეთ, უარი თქვათ ღონისძიებებზე წასვლისგან. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ მამასთან ურთიერთობა, მანაც უნდა მიიღოს მონაწილეობა შვილების აღზრდაში და უარიც არ უნდა თქვათ მისგან ფინანსურ დახმარებაზე. ბავშვების წინაშე არასდროს იტიროთ, მან ასეთ მდგომარეობაში არ უნდა გნახოთ.


5. განვითარდით. განქორწინება ეს ცხოვრებაში ახალი ნაბიჯის გადადგმაა, მომდევნო ეტაპია. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ განქორწინებისგან გამოწვეული ტკივილი თქვენ თვითონ უნდა დაძლიოთ: დაკავდით შემოქმედებით, სპორტით, იზრუნეთ გარეგნობაზე, იმუშავეთ, იმოგზაურეთ. ასეთი ცხოვრებისეული პოზიცია, როგორც მაგნიტი, თავისკენ მიიზიდავს საინტერესო ადამიანებს, და თქვენი ცხოვრება ნამდვილად დალაგდება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი