logo_geo
ტელევიზორთან ხანგრძლივი დროის გატარება ვენური თრომბოზის რისკს ზრდის
- +

23 თებერვალი. 2018. 10:44


 

„ტელევიზორთან ხანგრძლივი დროის გატარება ვენური თრომბოზის რისკს ზრდის",- ამის შესახებ იმ კვლევაში წერია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მინესოტას უნივერსიტეტში პროფესორებმა გამოაქვეყნეს.


მკვლევარებმა გაანალიზეს 15 ათას ამერიკელზე 24-წლიანი დაკვირვების საფუძველზე არსებული მონაცემები. ისინი რესპონდენტებს მათი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ შეკითხვებს მუდმივად უსვამდნენ. ამათგან ვენური თრომბოზი 691 ადამიანს აღმოაჩნდა.


„დადგინა, რომ ადამიანებს, ვინც ტელევიზორთან დროს ხშირად ატარებენ, ვენური თრომბოზი 1.7-ჯერ უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე სხვა აქტივობით დაკავებულებს. ეს შედეგები გვიჩვენებს, რომ რეგულარულად ჯდომა ტელევიზორთან პოტენციური ზიანია შემცველია", - თქვა კვლევის თანაავტორმა იასუხიკო კუბოტამ.


ასიდან დაახლოებით 95 შემთხვევაში თრომბები ქვედა კიდურების ღრმა ვენებში წარმოიქმნება, ვინაიდან აქ სისხლის შეგუბება უფრო ხშირია. ქვედა კიდურებისკენ სისხლი სიმძიმის ძალით მიედინება, გულისკენ მის უკუდინებას კი რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის - გულის შემწოვი ფუნქცია. განსაზღვრულ როლს ასრულებს დიაფრაგმის მოძრაობა, რაც გულმკერდის ღრუში უარყოფით წნევას წარმოქმნის, მუცლის ღრუს წნევა, სისხლძარღვების ტონუსი, წვივის კუნთების შეკუმშვა-მოდუნება.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი