logo_geo
ხალი ექსტრასენსორული ნიჭის ნიშანია
- +

23 თებერვალი. 2018. 17:29


 

 

შუა საუკუნეების ევროპაში ადამიანი ხალის გამო შეიძლება დაეწვით კოცონზე. იმიტომ, რომ კანის უჩვეულო ცვლილება ეშმაკის მონიშვნად მიიჩნეოდა. ინკვიზიციის დროს ალქაჯად მოგნათლავდნენ, თუ ერთი ხალიც კი აღმოგაჩნდებოდათ თვალსაჩინო ადგილას. დღეს ხალებს დიდი ყურადღება არ ექცევა, თუმცა ზოგიერთი ნიშანი მაინც იმსახურებს ყურადღებას, რადგან ეს ადამიანის ექსტრასენსორულ ნიჭზე მიუთითებს.


რომელი ხალები მიუთითებს ექსტრასენსორულ ნიჭზე:

ხალი საფეთქელთან: ამ ადგილას ხალის მქონე ადამიანს ინტუიცია ძალიან აქვს განვითარებული. მას მართებს, ხშირად უსმინოს შინაგან ხმასა და შეგრძნებებს. მას შეუძლია მომავალი იწინასწარმეტყველოს, სწრაფად ავლენს ტყუილს და ადამიანის არსს შეუიარაღებლად ხედავს.

მუხლზემოთ ხალი: ხალი ამ ადგილზე მიუთითებს მაგიური ძალების ფლობაზე. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ სხვა სამყაროსთან კავშირის დამყარება. მათ ხშირად ესიზმრებათ გარდაცვლილი ნათესავები, რადგან მყარი ენერგეტიკული კავშირი აქვთ მათთან.


ხალი ზედა ტუჩთან: ასეთ ადამიანებს ჰიპნოზისა და დარწმუნების ნიჭი აქვთ. შინაგანი ძალების წყალობით ხალხს იზიდავენ. მათ მართებთ საუბრის კონტროლი, რადგან სიტყვების მატერიალიზაციის ნიჭი გააჩნიათ. მათი წარმოთქმული ფრაზები ხშირად რეალიზდება. ასეთ ადამიანებს გათვალვა და სხვების ხასიათზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. მათი ძალა - მათ მიერ წარმოთქმულ სიტყვებშია.


 

big_banner
არქივი